ტურინის „იუვენტუსის“ მცველის, მერიჰ დემირალის შეძენა ლონდონის „ტოტენჰემს“ სურდა, თუმცა უარი მიიღო.
იტალიური მედიის ცნობით, „იუვე“ თურქი მცველის გაყიდვას არ განიხილავს და ამასთან დაკავშირებულ შეთავაზებებს არ განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ დანიელე რუგანის გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილია და შესაბამისად, დემირალი ანდრეა პირლოს „იუვეში“ სჭირდება.
მერიჰ დემირალმა გასულ სეზონში 8 თამაშში 1 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში მოედანზე ერთხელ გავიდა.