მთავარი / სიახლეები (გვერდი 732)

სიახლეები

ემრე ჯანმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა ვარჯიში დაიწყო, ოღონდ ინდივიდუალური პროგრამით. 24 წლის ფეხბურთელი „იუვეს“ ექიმების დაკვირკვების ქვეშ იმყოფება. თუმცა, სრულ გამოჯანმრთელებამდე ჯერ ადრეა. მის დაბრუნებას დეკემბრის ბოლოს ან იანვარში ვარაუდობენ. შეგახსენებთ, რომ ემრე ჯანმა 29 ოქტომბერს ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია გაიკეთა. მიმდინარე სეზონში გერმანელმა იტალიის ჩემპიონატში 8 თამაში ჩაატარა და 1 …

სრულად წაკითხვა »

მბაპე დიბალას ნაცვლად

ტურინის „იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ გაჩერებას არ აპირებს და კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს. იტალიური მედიის ცნობით, ზაფხულში „იუვეს“ სამიზნე კილიან მაბპე იქნება. ტურინელთა გეგმა ასეთია: გაყიდოს მარიო მანჯუკიჩი დაახლოებით 30 მილიონი ევროს ფარგლებში და პაულო დიბალა 130-140 მილიონ ევროდ. ეს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფეხბურთელი ტიფოზების საყვარელი მოთამაშეებია. …

სრულად წაკითხვა »

პოგბამ “იუვენტუსს” თანხმობა განუცხადა

პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში ისევ დგას. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ფრანგმა საჯაროდ განაცხადა, რომ ინგლისში ბედნიერია, ბრიტანული მედია საპირისპირო ცნობას ავრცელებს. როგორც Daily Mail-ი წერს, პოგბამ „იუვენტუსს“ უკვე განუცხადა თანხობა. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ, არც პაველ ნედვედმა გამორიცხა პოლის ტურინში დაბრუნების საკითხი. ტრანსფერის განხორციელებას …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრო: “ერთ დღეს ინგლისში სიამოვნებით ვითამაშებდი”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ ბრაზილიის ნაკრების შეკრებიდან მცირე კომენტარი გააკეთა თავის მომავალზე და აღნიშნა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში სიამოვნებით ითამაშებდა. „ინგლისში სიამოვნებით ვითამაშებდი ერთ დღეს, მაგრამ ახლა იტალიაში ბედნიერი ვარ და მინდა „იუვენტუსში“ თამაში გავაგრძელო“, – განაცხადა ალექს სანდრომ. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მცველი „იუვეს“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს და კონტრაქტი …

სრულად წაკითხვა »

მატია პერინი: “იუვეში” თამაში დიდი პასუხისმგებლობაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე მატია პერინი აცხადებს, რომ „ბებერი ქალბატონის“ მაისურით თამაში დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება. „იუვე“ – ეს გუნდი ჩემზე შთაბეჭდილებას მრავალი წლის განმავლობაში ახდენდა. ჩვენ გვყავს ორი გუნდი, რომელსაც შუეძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა. შავ-თეთრი მაისურის ჩაცმა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და იმედი მაქვს, რომ სერია A-ს საუკეთესო მეკარე გავხდები“, – განაცხადა პერინმა. …

სრულად წაკითხვა »

ანიელი: “იუვენტუსი” სუპერლიგის შექმნაში ჩართული არაა”

ბოლო დროს ევროპულ ფეხბურთში ახალი ტურნირის სუპერლიგის შექმნის იდეის შესახებ დიდი მითქმა-მოთქმაა. ამბობენ, რომ ამ პროექტში ჩართულია „იუვენტუსიც“ და „ბაიერნთან“ ერთად მთავარი ლობირია, რომ სუპერლიგა შეიქმნას. თუმცა, BBC-სთან ინტერვიუში „იუვეს“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ეს ინფორმაცია უარყო: „შემიძლია დავადასტურო, რომ ეს არც განიხილება. ჩვენ ჩართული არ ვართ პროექტში. უეფას მთლიანად გვერდში …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “რონალდუ 40 წლამდე ითამაშებს”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი კრიშტიანუ რონალდუსა და ჟოაუ კანსელუს შესახებ საუბრობს. „კიელოს“ განცხადებით, კრიშტიანუ ფეხბურთს 40 წლამდე ითამაშებს, ხოლო თავად ეჭვი ეპარება, რომ იგივეს გაკეთება მოახერხოს. „მე და რონალდუ 40 წლამდე ვითამაშებთ? – ის კი, მე არმგონია, რომ ეს მოვახერხო. კრიშტიანუ ჭკვიანია. სხვა ჩემპიონატში და სხვა ქვეყანაში ჩამოვიდა, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ნაკრების თამაშის დრო საკლუბო წარსული უნდა დავივიწყოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველ ლეონარდო ბონუჩის მილანში, იტალიის ნაკრების თამაშისას გულშემატკივრებმა დაუსტვინეს. ამ ფაქტმა ლეონარდო გააღიზიანა და ქომაგებს საქციელი დაუწუნა. გარდა ამისა, ბონუჩიმ შეაქო 18 წლის სანდრო ტონალი, რომელსაც იტალიაში „ახალ პირლოს“ უწოდებენ: სტვენა – „ეროვნული ნაკრები ყველას უნდა აერთიანებდეს. საკლუბო ისტორია ამ დროს უნდა დავივიწყოთ, მე პატივს ვცემ ტიფოზებს, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” რუბენ დიასს აკვირდება

ტურინის „იუვენტუსი“ დაცვის ხაზის გაახალგაზრდავებას რომ აპირებს, აქამდეც არაერთხელ დავწერეთ. იტალიური მედიის ცნობით, „ბებერი სინიორას“ ინტერესის სფეროში ლისაბონის „ბენფიკას“ უკანახაზელი რუბენ დიასი მოხვდა. 21 წლის ფეხბურთელი „არწივების“ დაცვის ლიდერად ყალიბდება და წამყვანი ევროპული გუნდების დაინტერესებაც გაჩნდა. პორტუგალიელები ფეხბურთელთან 30 მილიონ ევროზე ნაკლებად შელევას არ აპირებენ. მიმდინარე სეზონში დიასმა პორტუგალიის ჩემპიონატში …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “იუვეს” ფეხბურთელისთვის “სან სიროსგან” ტაში განსაკუთრებით საამაყოა”

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ პორტუგალიასთან (0:0) შეხვედრაში „სკუადრა აძურას“ მაისური მეასედ მოირგო. თამაშის დაწყებამდე სპეციალური სამახსოვრო პრიზი მიიღო და „სან სიროს“ პუბლიკა აპლოდისმენტებით შეეგება. ჯორჯოს განცხადებით, „იუვენტუსის“ ფეხბურთელისთვის ეს განსაკუთრებით საამაყო მომენტია: „ვცდილობ, რომ ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელებს დავეხმარო, რადგან რასაც ახლა ისინი განიცდილიან, ადრე მე განვიცდიდი. …

სრულად წაკითხვა »