მთავარი / სიახლეები (გვერდი 733)

სიახლეები

“იუვენტუსი” რემზის ესაუბრება

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი აარონ რემზი შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. Sun-ის ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონი უკვე დაუკავშირდა უელსელ ფეხბურთელს, რომელსაც ოთხწლიანი კონტრაქტი და სეზონში 11.7 მილიონი ევრო შესთავაზა ხელფასის სახით. აღსანიშნავია, რომ რემზის „არსენალთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მის განახლებაზე უარი თქვა. შესაბამისად, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და ნებისმიერ გუნდში გადასვლა …

სრულად წაკითხვა »

სტურარო შესაძლოა დაბრუნდეს

ლისაბონის „სპორტინგი“ სტეფანო სტურაროს გამოსყიდვას არ აპირებს. A Bola-ს ცნობით, პორტუგალიური გუნდი იტალიელ ფეხბურთელთან საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტას ვადაზე ადრე გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტურარო იანვარში შესაძლოა „იუვენტუსში“ დაბრუნდეს. 25 წლის ფეხბურთელი ლისაბონში გასულ ზაფხულს გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო დღემდე არ უთამაშია. შედეგად, „სპორტინგი“ ლოდინს აღარ აპირებს. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ …

სრულად წაკითხვა »

გარდაცვლილი იუვენტინოს ბოლო სურვილი…

იტალიაში „იუვენტუსის“ 77 წლის გულშემატკივარი მარიო სტეფანინი გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, რომელშიც საინტერესო რამ ეწერა: „არ მინდა ყვავილები, მაგრამ მინდა კრიშტიანუს გოლები“, – დაწერა სტეფანინიმ. მარიო სტეფანინის დაკრძალვის ცნობაზე სწორედ ეს სიტყვები ეწერა.

სრულად წაკითხვა »

კიელინის მეასე

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებში მეასე თამაში ჩაატარა და „სკუადრა აძურას“ ისტორიაში მეშვიდე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც აღნიშნულ ზღვარს უწია. ჯორჯოს დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2004 წელს, ფინეთთან ამხანაგურ მატჩში შედგა, როდესაც მთავარი მწვრთნელი ჯერ კიდევ მარჩელო ლიპი იყო, ხოლო თვითონ „ფიორენტინაში“ თამაშობდა. აღნიშნულ პერიოდში ჯორჯომ 8 გოლის გატანა მოახერხა. …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ადამიანები, რომლებიც მისტვენდნენ, უბრალოდ იდიოტები არიან”

იტალიის ნაკრები ერთა ლიგაზე პორტუგალიას დაუზავდა (0:0). შეხვედრა მილანში, „სან სიროზე“ გაიმართა, სადაც ლეონარდო ბონუჩის დაუსტვინეს. ნამატჩევს ლეონარდომ საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა და მათ იდიოტები უწოდა: „კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, ორი-სამი საგოლე შანსი შევქმენით. შესვენების შემდეგ პორტუგალიამ ტაქტიკა შეცვალა დაჩვენი შეტევები უფრო ადვილად დაბლოკა. მნიშვნელოვანი იყო თავდასხმაში უფრო მეტად გადამწყვეტი …

სრულად წაკითხვა »

კუადრადო: “შესანიშნავი გუნდი გვყავს, მაგრამ კონკურენცია დიდია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ხუან კუადრადოს ესპანური გამოცემა Marca ესაუბრა. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ისაუბრა, კრიშტიანუ რონალდუზე, მიმდინარე სეზონის მიზნებზე და მომავალზე: რონალდუ – „ყველამ ვიცით, რა დონის პროფესიონალიცაა. განსაკუთრებული ადამიანია დიდი გულით და დიდი პროფესიონალიზმით. ყოველდღე მისგან რაღაცას ვსწავლობ. ყოველთვის გამარჯვების შიმლიშილი აქვს და უნდა მიზნების მიღწევა. ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ მსიი თანაგუნდელობა …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ბოლო ვარჯიში მიმდინარე კვირაში

მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო პაუზაა, ტურინში დარჩენილი კონტიგენტით „იუვენტუსი“ საწვრთნელ პროცესს აგრძელებს. დღეს მორიგი ვარჯიში გაიმართა, რა დროსაც სამი ხედირა დაშავდა და ამის შესახებ უკვე გიამბეთ. როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, მიმდინარე კვირაში ეს ბოლო ვარჯიში იყო. ალეგრიმ ფეხბურთელები კვირა და ორშაბათი გაათავისუფლა. ტურინელები მუშაობას სამშაბათიდან განაახლებენ და სწორედ ამ დღიდან …

სრულად წაკითხვა »

სამი ხედირა ისევ დაშავდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი სამი ხედირა ისევ დაშავდა. როგორც „ბიანკონერის“ ვებგვერდი იტყობინება, გერმანელმა ფეხბურთელმა ბოლო ვარჯიშზე ტერფი დაიზიანა. ხედირა დიდი ალბათობით, უახლოეს შეხვედრაში, რომელსაც „იუვე“ „სპალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, ვერ ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ხედირამ მიმდინარე სეზონში, რომელიც სულ რაღაც სამი თვის დაწყებულია, ტრავმა მეოთხედ მიიღო.

სრულად წაკითხვა »

ხამესს “იუვესთან” ისევ აკავშირებენ

მიუნხენის „ბაიერნი“ მადრიდის „რეალიდან“ ხამეს როდრიგესის გამოსყიდვას არ აპირებს. როგორც ცნობილი გახდა, მიმდინარე სეზონის შემდეგ კოლუმბიელი მიუნხენს დატოვებს და მადრიდში დაბრუნდება. ეს კი, ზრდის იმის შანსს, რომ ხამესი ზაფხულში „იუვენტუსში“ გადავიდეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკელის შემტევის ხელში ჩაგდების ყველაზე დიდი შანსი სწორედ „იუვეს“ აქვს. არცთუ დიდი ხნის წინ იტალიური …

სრულად წაკითხვა »

პიანიჩი ტრავმირებულია

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი დაშავდა. 28 წლის ფეხბურთელმა ბოსნიისა და ავსტრიის ნაკრებთა შეხვედრაში კუნთი დაიზიანა და 87-ე წუთზე შეცვალეს. როგორც ბოსნიის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, მირალემს ესპანეთთან დამდეგი მატჩი გაუცდება და უკვე ტურინში დაბრუნდა. ჯერჯერობით უცნობია ტრავმის ხარისხი. იტალიური მედიის ვარაუდით, დაზიანება მძიმე არაა და შესაძლოა მხოლოდ „სპალთან“ დაპირისპირება გამოტოვოს.

სრულად წაკითხვა »