მთავარი / სიახლეები / კუადრადო: “შესანიშნავი გუნდი გვყავს, მაგრამ კონკურენცია დიდია”

კუადრადო: “შესანიშნავი გუნდი გვყავს, მაგრამ კონკურენცია დიდია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ხუან კუადრადოს ესპანური გამოცემა Marca ესაუბრა. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ისაუბრა, კრიშტიანუ რონალდუზე, მიმდინარე სეზონის მიზნებზე და მომავალზე:

რონალდუ – „ყველამ ვიცით, რა დონის პროფესიონალიცაა. განსაკუთრებული ადამიანია დიდი გულით და დიდი პროფესიონალიზმით. ყოველდღე მისგან რაღაცას ვსწავლობ. ყოველთვის გამარჯვების შიმლიშილი აქვს და უნდა მიზნების მიღწევა. ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ მსიი თანაგუნდელობა პრივილეგიაა, რადგან უდიდესი ფეხბურთელია, რომელმაც ყველაფერს თავისი შრომის წყალობით მიაღწია“.

მიზანი – „შესანიშნავი გუნდი გვყავს, თუმცა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან მკაცრი კონკურენციაა. მიწაზე დარჩენა საჭიროა, ვიმუშაოთ და ღვთის მადლით ჯილდოებსაც მოვიგებთ. ურთულესი სამუშაო გველოდება, რომ ყველა ფრონტზე ბოლომდე ბრძოლა მოვახერხოთ“.

მომავალი – „მხოლოდ „იუვეზე“ და გუნდის დასახულ მიზნებზე ვფიქრობ. მარტში ყველა ტურნირში გაამრჯვებისთვის უნდა ვიბრძოდეთ. შემდეგ კოპა ამერიკაა, კარგი შანსია, რომ კოლუმბიასთან ერთად რაღაც მოვიგო“.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …