მთავარი / სიახლეები / კიელინის მეასე

კიელინის მეასე

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებში მეასე თამაში ჩაატარა და „სკუადრა აძურას“ ისტორიაში მეშვიდე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც აღნიშნულ ზღვარს უწია.

ჯორჯოს დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2004 წელს, ფინეთთან ამხანაგურ მატჩში შედგა, როდესაც მთავარი მწვრთნელი ჯერ კიდევ მარჩელო ლიპი იყო, ხოლო თვითონ „ფიორენტინაში“ თამაშობდა. აღნიშნულ პერიოდში ჯორჯომ 8 გოლის გატანა მოახერხა.

სხვათა შორის, კიელინი „იუვენტუსის“ მეხუთე წევრია, რომელმაც იტალიის მაისურით საიუბილეო მეასე თამაში მაშინ ჩაატარა, როდესაც “იუვეს” ღირსებას იცავდა. მანამდე, „ბებერი ქალბატონის“ წევრის რანგში მეასე კეპი დინო ძოფმა, ფაბიო კანავარომ, ჯანლუიჯი ბუფონმა და ანდრეა პირლომ მოიხვეჭეს.

საუკეთესო ათეული კი ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით ასეთია:

ჯანლუიჯი ბუფონი – 174 თამაში, 0 გოლი

ფაბიო კანავარო – 136 თამაში, 2 გოლი

პაოლო მალდინი – 126 თამაში, 7 გოლი

დანიელე დე როსი – 117 თამაში, 21 გოლი

ანდრეა პირლო – 116 თამაში, 13 გოლი

დინო ძოფი – 112 თამაში, 0 გოლი

ჯორჯო კიელინი – 100 თამაში, 8 გოლი

ჯანლუკა ძამბროტა – 98 თამაში, 2 გოლი

ჯაჩინტო ფაკეტი – 94 თამაში, 3 გოლი

ალესანდრო დელ პიერო – 91 თამაში, 27 გოლი

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …