მთავარი / სიახლეები (გვერდი 709)

სიახლეები

შავ-თეთრების 2018 წელი – შეჯამება

შავ-თეთრების 2018 წელი - შეჯამება

ორი ტიტული – ზედიზედ მე-7 სკუდეტო და მიჯრით მე-4 იტალიის თასი. რეკორდები, ჯიჯი ბუფონთან და კლაუდიო მარკიზიოსთან დამშვიდობება, ლეონარდო ბონუჩის დაბრუნება, კრიშტიანუ რონალდუს ისტორიული ტრანსფერი, გამარჯვებები ლეგენდარულ სტადიონებზე – ეს, ის გამორჩეული მომენტებია, რომელსაც „იუვენტუსმა“ 2018 წელს მიაღწია. JUVENTUS.GE ეცდება, რომ განვლილი კალენდარული წელი მაქსიმალურად გაიხსენოს. ზედიზედ მე-7 სკუდეტო „იუვენტუსისთვის“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “სამპდორია”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ 2018 წლის ბოლო შეხვედრაში გენუის „სამპდორია“ 2:1 დაამარცხა და შვებულებაში კარგ ხასიათზე გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით: პერინი 5.5 – ძირითადში შჩესნი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გახურებისას დაშავდა და პერინიც ამიტომ გამოჩნდა მოედანზე. კვალიარელას პენალტით მისი ტურინული მშრალი სერია დასრულდა. ბოლოს კი ძალიან გარისკა. საპონარას მეორე გოლის დროს, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “სკუდეტომდე 37 ქულაა დარჩენილი”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სამპდორიასთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით წლის გამარჯვებით დასრულება მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, ალეგრიმ თქვა, რომ სკუდეტომდე 37 ქულის მოპოვებაღა დარჩა. „37 – ეს არის ქულათა რაოდენობა, რომელიც სკუდესთან გვაშორებს. წლის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ადვილი არ ყოფილა. შვენ გვქონდა …

სრულად წაკითხვა »

დე შილიო: “მთავარია გოლი არ გავუშვათ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატია დე შილიომ „სამპდორიასთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდის მთავარი ამოცანა დაცვაში კარგი თამაშია. „ჩვენ მივაღწიეთ მიზანს და წელი კარგად დავასრულეთ. სეზონის დასაწყისში გაღებულმა ძალისხმევამ დიდი შედეგი ახლა გამოიღო. ეს არის გუნდი, რომელიც ტაქტიკურად კარგადაა მომზადებული, რგოლებს შორის კავშირი მყარია. თუმცა, მატჩის დასაწყისის შემდეგ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “კარგია, მაგრამ სეზონი გრძელია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „სამპდორიასთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა აღნიშნულ მატჩში დუბლი შეასრულა და თქვა, რომ პირველმა წრემ კარგად ჩაიარა. „პირველმა წრემ ძალიან კარგად ჩაიარა, თითქმის ყველა თამაში მოვიგეთ, ძალიან მყარი გუნდი ვართ. თუმცა, სეზონი გრძელია. შესაბამისად, უნდა შევინარჩუნოთ ეს რიტმი, მშვიდად ვიმუშაოთ, რომ ჩვენს დასახულ …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუს დუბლი და გამარჯვებით დასრულებული 2018 წელი

ტურინის „იუვენტუსმა“ 2018 წელი გამარჯვებით დაასრულა. „იუვემ“ წლის ბოლო შეხვედრა ტურინში, გენუის „სამპდორიასთან“ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ მაინც გაიმარჯვა. შეხვედრა მასიმილიანო გუნდისთვის იდეალურად დაიწყო და უკვე მეორე წუთზე იგებდა. კრიშტიანუ რონალდუმ დიაგონალური დარტყმით მოახერხა გატანა. თუმცა, პირველ ტაიმში „იუვეს“ ფეერიული ფეხბურთი არ უთამაშია. მერე იყო პაულო დიბალას დარტყმა, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი: “კუადრადოს შემცვლელები გვყავს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ ხუან კუადრადოს ტრავმის მიუხედავად „იუვე“ იანვარში მის შემცვლელს არ იყიდის. პარატიჩი მიიჩნევს, რომ ტურინელთა რიგებში საკმარისად არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამ დანაკლისს აღმოფხვრავენ. გარდა ამისა, მან ლეონარდო სპინაცოლას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის გუნდში დარჩება. „კუადრადოს გამო ვწუხვართ და ვუსურვებთ სწრაფად გამოჯანმრთელებას. …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “სამპდორიასთან”

„იუვენტუსი“ სულ ცოტა ხანში 2018 წელს ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. უკვე ცნობილია ის თერთმეტეტული, რომელიც მასიმილიანო ალეგრიმ შეარჩია გენუის „სამპდორიას“ წინააღმდეგ სათამაშოდ. შჩესნი; დე შილიო, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი; დიბალა, მანჯუკიჩი, რონალდუ „იუვენტუსისა“ და „სამპდორიას“ შეხვედრა 15:30 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »

კუადრადოს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ მარცხენა მუხლზე ოპერაცია გაუკეთდა. „ბებერი სინიორას“ ვებგვერდის ინფორმაციით, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და უახლოეს დღეებში კოლუმბიელი სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს. სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა მუხლის ტრავმა 12 დეკემბერს, „იანგ ბოიზთან“ შეხვედრაში მიიღო და თავდაპირველად, ტურინელები იმედოვნებდნენ, რომ კუადრადო ოპერაციის გარეშე მოახერხებდა გამოჯანმრთელებას, მაგრამ ასე არ მოხდა. ხუანი …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლო რემსის ტრანსფერს მიესალმება

ლეგენდარული ანდრეა პირლო აარონ რემსის „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლის ფაქტს ეხმაურება. „მაესტროს“ განცხადებით, თუ ასე მოხდა, „იუვეს“ რიგებს კიდევ ერთი შესანიშნავი ფეხბურთელი შეემატება. „რემსი ძალიან კარგი შენაძენი იქნება და „იუვენტუსი“ კდიევ ერთ ძლიერ ფეხბურთელს დაიმატებს, რადგან რემსი დიდი ფეხბურთელია“, – განაცხადა პირლომ Sky Sport-თან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, …

სრულად წაკითხვა »