მთავარი / სიახლეები (გვერდი 627)

სიახლეები

ლაპო ელკანი: “იუვე” რეკორდს რეკორდზე ამყარებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მორიგი წარმატების შემდეგ კომენტარი ლაპო ელკანმა გააკეთა. მისი განცხადებით, „იუვე“ რეკორდს რეკორდზე ამხობს და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა. „ამ წელსაც ჩემმა საყვარელმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ყველაზე ძლიერია. ზედიზედ მერვე სკუდეტო მოიგო განსაკუთრებით ადამიანების წყალობით, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელების. სპეციალური მადლობა ჩემს ბიძაშვილ ანდრეა ანიელის, რომელიც ამ ეპოქის შემოქმედია …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “მინდა, მომდევნო სეზონი 10 ქულით შევაფასო”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „ატალანტასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პოლონელმა ისაუბრა ანდრეა ბარძალისა და მასიმილიანო ალეგრის შესახებ. ასევე შეაფასა განვლილი სეზონიც. „ჩვენ კარგები ვიყავით და ყველა უშუალო კონკურენტთან გავიმარჯვეთ, რისი წყალობითაც სეზონის დასრულებამდე 10 ტურით ადრე მდევართან 20-ქულიანი უპირატესობა გვქონდა. ამიტომაც, ბედნიერები ვართ და თასი აღვმართე. ბარძა გიჟური …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები “იუვე” – “ატალანტადან”

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში შინ ბერგამოს „ატალანტასთან“ ფრედ, 1:1 ითამაშა. გთავაზობთ სტატისტიკისა და ფაქტებს ამ მატჩის შემდეგ. დაუმარცხებლად 2009 წლის 17 მაისის შემდეგ პირველად „ატალანტამ“ ჩემპიონატის ეგიდით „იუვენტუსთან“ საგარეო მატჩი პირველად არ წააგო. მარიო და „ატალანტა“ მარიო მანჯუკიჩმა „ატალანტას“ მესამე გოლი გაუტანა და ყველა ტურინში. ხორვატს ამაზე …

სრულად წაკითხვა »

კანსელუ ტრავმირებულია

ტურინის „იუვენტუსს“ ჟოაუ კანსელუ გამოაკლდა, რომელსაც ცხვირზე მოტეხილობის გამო ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდება. პორტუგალიელმა დაზიანება გუშინ, „ატალანტასთან“ მატჩში მიიღო და სეზონის ბოლო შეხვედრაში, „სამპდორიასთან“ მისი თამაში საეჭვოა. მასიმილიანო ალეგრიმ გენუელებთან დაპირისპირებამდე ფეხბურთელებს ოთხი დღე დასვენებისთვის მისცა და საწვრთნელი პროცესი პარასკევიდან განახლდება.

სრულად წაკითხვა »

ბარძალის გაცილების ცერემონიას პოგბაც დაესწრო

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ანდრეა ბარძალი ფეხბურთიდან გააცილეს და თამაშის შემდეგ ზეიმი გაგრძელდა, რომელსაც ფეხბურთელების გარდა, ანდრეას მეგობრებიც დაესწრნენ. საინტერესოა, რომ სტუმართა შორის იყვნენ “იუვეს” ყოფილი ფეხბურთელები, ანდრეა პილო და პოლ პოგბა, რომლის გამოჩენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ბუნებრივია დიდი იმედი გააჩინა, რომ ფრანგი, რომელსაც „მანჩესტერის“ დატოვება უნდა, ზაფხულში „იუვენტუსში“ დაბრუნდება.

სრულად წაკითხვა »

დე ლაურენტისი: “იუვენტუსი” იმარჯვებს, რადგან იტალიის ბატონია”

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი „იუვენტუსის“ მიმართ სკანდალურ განცხადებებს არასდროს ერიდება. „ინტერთან“ გამარჯვების შემდეგ ნეაპოლელთა მეპატრონემ ტრადიცია არ დაარღვია და „იუვეს“ ისევ კბილი გაკრა. „ჩვენს გულშემატკივარს ყოველთვის „იუვენტუსის“ დამარცხება უნდა, მაგრამ მათ ყოველთვის ეხმარებიან, რადგან იტალიის ბატონები არიან“, – თქვა დე ლაურენტისმა.

სრულად წაკითხვა »

ანიელის მიმართვა ბარძალის [VIDEO]

ანდრეა ანიელიმ ანდრეა ბარძალი სპეციალური ტექსტით გააცილა. ეს ყველაფერი „ატალანტასთან“ მატჩის დაწყებამდე მოხდა. ფეხბურთელებმა ანდრეას ცოცხალი დერეფანი გაუკეთეს, ხოლო სტადიონის დიქტორმა შემდეგი შესავალი გააკეთა: „პირველი სკუდეტოს შემდეგ განაცხადა, რომ შვებულებაზე ფიქრი არ შეეძლო, რადგან მეორე სკუდეტოს მოგება სურდა. და ამის შემდეგ აღარ გაჩერებულა. პროფესიონალიზმის მაგალითი, დარწმუნებული, გაუვალი მცველი, კლდე, ჩვენი …

სრულად წაკითხვა »

ნედვედი: “ახალი მწვრთნელი? ჯერ მხოლოდ განხილვის ეტაპზე ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ მომავალი მთავარი მწვრთნელის საკითხი მხოლოდ განხილვის სტადიაშია. გარდა ამისა, ჩეხმა მასიმილიანო ალეგრის გაწეული სამუშაო შეაფასა და თქვა, რომ მან განუმეორებელ შედეგებს მიაღწია. „ერთი რამ უნდა განვმარტო: ვწუხვარ, რომ პრესკონფერენციაზე არ ვიყავი სამუშაო მიზეზით და ძალიან ვწუხვარ. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, ციკლი ბუნებრივად დასრულდა …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “კლუბმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ფანტასტიკური 5 წელი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ბოლო საშინაო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მაქსის განცხადებით, კლუბმა სწორი ნაბიჯი გადადგა. „იუვენტუსისთვის“ სწორი გადაწყვეტილებაა ურთიერთობის დასრულება. „აიაქსის“ შემდეგ იყო იდეა წინ წასვლის, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ეს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა და ამისშესახებ პარასკევ დილით მაცნობეს. შესანიშნავი იყო, რომ პრეზიდენტი ჩემთან ერთად გავიდა სტადიონიდა. 5 სკუდეტო ბევრია …

სრულად წაკითხვა »