ტურინის „იუვენტუსს“ ჟოაუ კანსელუ გამოაკლდა, რომელსაც ცხვირზე მოტეხილობის გამო ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდება.
პორტუგალიელმა დაზიანება გუშინ, „ატალანტასთან“ მატჩში მიიღო და სეზონის ბოლო შეხვედრაში, „სამპდორიასთან“ მისი თამაში საეჭვოა.
მასიმილიანო ალეგრიმ გენუელებთან დაპირისპირებამდე ფეხბურთელებს ოთხი დღე დასვენებისთვის მისცა და საწვრთნელი პროცესი პარასკევიდან განახლდება.