მთავარი / სიახლეები (გვერდი 628)

სიახლეები

ბუფონი ტურინში 1 წლის შემდეგ დაბრუნდა [VIDEO]

ჯანლუიჯი ბუფონი 2018 წლის 19 მაისს გააცილეს “იუვენტუსიდან”. ზუსტად 1 წლის შემდეგ ჯიჯი ტურინში დაბრუნდა და “იუვე” – “ატალანტას” მატჩს მიადევნა თვალი. ბუფონმა ანდრეა ბარძალი ფეხბურთიდან, ხოლო მასიმილიანო ალეგრი “იუვენტუსიდან” გააცილა და თამაშის დაწყებამდე ვიდეოც ჩაწერა “ალიანც სთედიუმის” წინ. სხვათა შორის, იგივე ფერნანდო ლორენტემაც გააკეთა, რომელიც ასევე დაესწრო თამაშს.

სრულად წაკითხვა »

ბარძალი კორიდორით გააცილეს [VIDEO]

ანდრეა ბარძალიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ლეგენდარულ მცველს “ატალანტასთან” მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა კორიდორი მოუწყვეს და ამ ჟესტით გააცილეს. ანდრეამ ამავე მატჩში “იუვეს” უკაპიტნა და 61-ე წუთზე შეცვალეს, მერე კი ქომაგებს დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ ბარძალიმ 2011-2019 წლებში “იუვეს” რიგებში 280 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. რვაჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა, ოთხ-ოთხჯერ კი …

სრულად წაკითხვა »

ანიელი: “ალეგრის გათავისუფლება იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც მიმიღია”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ პრესკონფერენცია გამართა და მასიმილიანო ალეგრის მადლობა გადაუხადა. ანიელის განცხადებით, ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც მიუღია. „დღეს ახალი მწვრთნელის შესახებ არ ვილაპარაკებ, რადგან აქ ვართ ალეგრის საზეიმოდ გასაცილებლად, რომელმაც „იუვენტუსის“ ისტორია დაწერა. მისი შედეგები საოცარია, ეს კი შესაფერისი მომენტია კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ციკლის დასახურად. …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი ინძაგის შეხვდა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარი ფავორიტი სიმონე ინძაგია. აღნიშნულ ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, ფაბიო პარატიჩი რომის „ლაციოს“ მომქედ თავკაცს უკვე შეხვდა და ტურინში გადაბარგების შესახებ ესაუბრა. შეხვედრის დეტალები ამ ეტაპზე არ გაჟღერებულა. ინძაგის გარდა, განიხილებიან მაურიციო სარის, დიდიე დეშამის, მაურიციო პოჩეტინოსა და სინიშა მიხაილოვიჩის კანდიდატურები. …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მადლობა, გამარჯვებულ “იუვენტუსს” ვტოვებ”

„ალიანც სთედიუმის“ საპრესკონფერენცია დარბაზში ანდრეა ანიელიმ და მასიმილიანო ალეგრიმ მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ ალეგრის გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციას ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ. „მადლობა პრეზიდენტს ლამაზი სიტყვებისთვის. მადლობა ბიჭებს იმისთვის, რაც გააკეთეს. ჩვენ ბევრი კმაყოფილება გამოვიარეთ. გამარჯვებულ გუნდს ვტოვებ. ხელმძღვანელობამ სიტუაცია შეაფასა და მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ მწვრთნელები მე აღარ ვიქნები. მაგრამ ეს არაფერს …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ ალეგრის: “მადლობა, სასიამოვნო იყო შენთან მუშაობა”

კრიშტიანუ რონალდუ მასიმილიანო ალეგრის დაემშვიდობა. პორტუგალიელმა მწვრთნელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაქსთან მუშაობა სასიამოვნო იყო. „მადლობა მისტერ! ჩვენ მხოლოდ ერთი წელი გავიზიარეთ, მაგრამ ეს საოცარი იყო, რადგან დიდი მწვრთნელი და შესანიშნავი ადამიანი ხარ. სასიამოვნო იყო შენთან მუშაობა“, – დაწერა რონალდუმ. აქვე გეტყვით, რომ ალეგრის გამოსამშვიდობებელი პოსტები სოციალურ ქსელში პაულო დიბალამ, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ატალანტასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 37-ე ტურში ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს. მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, დელ ფავერო მცველები: დე შილიო, კიელინი, კასერესი, ალექს სანდრო, ბარძალი, ბონუჩი, კანსელუ, რუგანი, სპინაცოლა ნახევარმცველები: პიანიჩი, მატუიდი, კუადრადო, ემრე ჯანი, ბენტანკური, ნიკოლუსი თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, მანჯუკიჩი, კინი, ბერნარდესკი შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და …

სრულად წაკითხვა »

ვიერი: “იუვეს” გამოცდილი და შემტევი მწვრთნელი სჭირდება”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ მასიმილიანო ალეგრის გათავისფულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. „ბობოს“ განცხადებით, ალეგრი გამოცდილმა მწვრთნელმა უნდა შეცვალოს, რომელიც უფრო მეტად შემტევი ფეხბურთის მიმდევარი იქნება. – როგორ შეაფასებდთ კონტეს დაბრუნებას სერია A-ში? – ჩვენი ფეხბურთისთვის დიდი შენაძენი იქნება. ანტონიო მშრომელია, სწრაფი ფეხბურთის მიმდევარი და კარგი იდეები აქვს. პრემიერლიგაში პირველივე სეზონში …

სრულად წაკითხვა »

ბარძალი: “ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი სტადიონის ინაუგურაცია იყო”

ტურინის „იუვენტუსს“ „ატალანტასთან“ მატჩში ანდრეა ბარძალი უკაპიტნებს. ვეტერანი ფეხბურთელი „სთედიუმზე“ ბოლო მატჩს ჩაატარებს და გარდა იმისა, რომ ამ დღეს „იუვეს“ სკუდეტო გადაეცემა, ანდრეასაც გააცილებენ. ბარძალიმ ტურინში გატარებული წლები გაიხსენა და მომავალზეც ისაუბრა. „ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ალბათ სტადიონის ინაუგურაცია იყო, როდესაც მართლაც მივხვდი რა იდგა ამ კლუბის უკან. თუმცა, ასევე განსაკუთრებული …

სრულად წაკითხვა »