მთავარი / სიახლეები (გვერდი 626)

სიახლეები

პარატიჩი: “ახალი მწვრთნელი? მკაფიო იდეები გვაქვს”

ტურინის „იუვენტუსი“ ახალი მთავარი მწვრთნელი იტალიური მედიის მთავარი სალაპარაკო თემაა. უკვე თითქმის არ დარჩენილა შესაფერისი მწვრთნელი, რომელიც ტურინულ გრანდს არ დაუკავშირეს. აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტები „იუვეს“ სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის დაეკითხნენ, თუმცა მისი პასუხი საკმაოდ ლაკონური იყო. „სიმშვიდე გვჭირდება, ჩვენ ვმსჯელობთ ჩვენს სიტუაციაზე, მაგრამ მკაფიო იდეები გვაქვს“, – თქვა პარატიჩიმ.

სრულად წაკითხვა »

კაბრინი: “ვფიქრობ, არჩევანი ალეგრისგან განსხვავებული მანერის მწვრთნელზე გაკეთდება”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდა ანტონიო კაბრინი ფიქრობს, რომ კლუბს მასიმილიანო ალეგრისგან განსხვავებული მანერის მქონე მწვრთნელი ჩაიბარებს. „ბევრმა სახელმა გაიჟღერა. მე ვფიქრობ, არჩევანი ისეთ მწვრთნელზე შეჩერდება, რომელიც ალეგრისგან განსხვავებული მანერის სპეციალისტია. გასულ წლებში „ბიანკონერი“ ყოველთვის ეყრდნობოდა ისეთ მწვრთნელებს, რომლებიც იტალიის ჩემპიონატს კარგად იცნობდნენ. მე ძალიან მომწონს გასპერინი, მაგრამ ინძაგი და სარიც კარგი …

სრულად წაკითხვა »

შჩესნის რჩევა რემზის: “იუვე” თუ გეპატიჟება, უარს ვერ იტყვი”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ აარონ რემზის შესახებ ისაუბრა, რომელიც ლონდონის „არსენალში“ მისი თანაგუნდელი იყო, ახლა კი მომდევნო სეზონიდან „იუვეში“ იქნება. „რემზი? აქ სამკურნალოდ ჩამოვიდა, რადგან მსოფლოში საუკეთესო ფიზიოთერაპევტები გვყავს. ჩვენთვის ის შესანიშნავი შენაძენია, ხარისხიანი ნახევარმცველი, შეუძლია ბევრი გოლის გატანა და საგოლე პასების გაკეთება, როდესაც ფიზიკურად კარგადაა, ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი პოჩეტინოს თაობაზე აგენტს შეხვდა

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი მილანის ერთ-ერთ სასტუმროში ფრენკ ტრიმბოლის შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს. ტრიმბოლი ინგლისელი აგენტია, რომელსაც ლონდონის „ტოტენჰემთან“ და მის პრეზიდენტ დანიელ ლევისთან ახლო ურთიერთობა აქვს. ამიტომაც, გამოცემას მიაჩნია, რომ შეხვედრის მიზეზი მაურისიო პოჩეტინო იყო, რომლის მიმართ ინტერესი რეალურია. არგენტინელი „იუვენტუსში“ მასიმილიანო ალეგრი მთავარ მემკვიდრედ სახელდება …

სრულად წაკითხვა »

დეშამი: “იუვე”? საფრანგეთის ნაკრებზე ვარ ორიენტირებული”

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „იუვენტუსში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ კომენტარი გააკეთა. მსოფლიოს ჩემპიონის განცხადებით, ის მხოლოდ საფრანგეთის ნაკრებში მუშაობაზე ფიქრობს. „ნათელი და ზუსტი სიტუაციაა: მთელი ჩემი ენერგია და კონცენტრაცია ორიენტირებულია ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ყოველთვის შესანიშნავია, როდესაც შენს სახელს დიდ გუნდებს უკავშირებენ და „იუვენტუსი“ მათ რიგებშია, მაგრამ ჩემი მომავალი …

სრულად წაკითხვა »

დიბალა “მანჩესტერს” უნდა, პოგბა – “იუვეს”: იქნება ბარტერი?

პოლ პოგბა „იუვენტუსში“, პაულო დიბალა – „მანჩესტერში“. Tuttosport-ის ცნობით, ინგლისური გუნდი არგენტინელი შემტევის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული, მაგრამ ამ საქმიდან „იუვეც“ სასურველი შედეგის მიღებას ეცდება. ტურინელებს პოლ პოგბას დაბრუნება ძალიან უნდათ და შესაძლოა ბარტერიც შედგეს. სხვა დეტალური ინფორმაცია კი ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. არადა, თითქოს მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლების შემდეგ „იუვენტუსში“ პაულო …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მეორე სტადიონის მშენებლობას იწყებს

ტურინის „იუვენტუსი“ მეორე სტადიონის აშენებას გეგმავს. Tuttosport-ის ცნობით, ანდრეა ანიელიმ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და არენას „სთედიუმ 2“ ეწოდება. სტადიონი მხოლოდ 3.500-დან 5.000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და ის 23-წლამდე და ქალთა გუნდის სახლო იქნება. „ჩვენ გვაქვს უძრავი ქონების პროექტები, რაც საბოლოოო მოგვცემს სახლს ქალთა და 23-წლამდე გუნდებისთვის“, – თქვა ანიელიმ. გავრცელებული …

სრულად წაკითხვა »

ლიპი: “ვფიქრობ, “იუვეს” ალეგრის შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს”

ლეგენდარული მწვრთნელი მარჩელო ლიპი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსს“ მასიმილიანო ალეგრის შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს და უბრალოდ, სეზონის დასრულებას ელოდება. „არმგონია, რომ „იუვენტუსს“ ალეგრის შემცვლელი უკვე ნაპოვნი არ ჰყავდეს. ალბათ, რამდენიმე შეჯიბრების დასრულებას ელოდება. ალეგრი? მე და მაქსს რამდენიმე საერთო ასპექტი გვაქვს: პირველი სკუდეტო 46 წლის ასაკში მოვიგეთ, ფეხბურთის თამაში იდეები და …

სრულად წაკითხვა »

მადლობა, უსასრულოდ მადლობა, ანდრეა!

იტალიის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ანდრეა ბარძალიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მისი გაცილების დროს ტიროდნენ არამარტო ბიანკონერები, არამედ ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს. როდესაც 2011 წლის ზამთარში მისი ტრანსფერი დადასტურდა, ის უკვე იყო მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის 21 წლამდე ჩემპიონი და გერმანიის ჩემპიონი „ვოლფსბურგის“ რიგებში. როგორც იქნა, იტალიაშიც მიეცა ჩემპიონობის შანსი და მოახერხა კიდეც. …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “იუვე” გამარჯვებებს ახალ მწვრთნელთანაც გააგრძელებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ჯერ კიდევ მთავარი მწვრთნელი 5 მოგებული სკუდეტოთი იტალიური ფეხბურთის დარბაზში მოხვდა. მაქსი ფლორენციაში იმყოფებოდა, სადაც მცირე კომენტარიც გააკეთა. ჩემი მემკვიდრე? რჩევის მიცემა არ შემიძლია, მაგრამ ჩემს ადგილზე ვინც მოვა, ნამდვილად ექნება ხელმძღვანელობის დიდი ნდობა, რაც მისცემს საშუალებას გამარჯვებები გააგრძელოს. დღეს, მაგიდასთან ლიპისთან ახლოს ვიყავი და ჩვენ ერთად 10 …

სრულად წაკითხვა »