მთავარი / სიახლეები (გვერდი 551)

სიახლეები

“იუვენტუსში” დაცვის ფლანგებზე სიტუაცია კრიტიკულია – სარი მხოლოდ კუადრადოს იმედად დარჩა

„ბრეშასთან“ ბოლო შეხვედრამ „იუვენტუსს“ სატურნირო ცხრილში სამი ქულა შემატა, მაგრამ ასევე დაუმატა პრობლემები დაცვაში, რადგან დანილო დაშავდა და როგორც გუშინ ვწერდით, ბრაზილიელი მოედანს სანაკრებო პაუზის შემდეგ (ოქტომბრის შუა რიცხვებში) დაუბრუნდება. გარდა ამისა, გუნდს ალექს სანდროც დააკლდა, რომელსაც ოჯახში ტრაგედია შეემთხვა, მამა გარდაეცვალა და პირველივე რეისით ბრაზილიაში გაფრინდა. სანდრომ კლუბს პირობა …

სრულად წაკითხვა »

კასანო: “იუვე” აქცენტს დიბალაზე თუ გააკეთებს, ტიტულის გარეშე დარჩება”

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო „იუვენტუსს“ ურჩევს პაულო დიბალას არ დაეყრდნოს. „ფანტანტონიოს“ განცხადებით, დიბალა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არა ისეთი მასშტაბის, რომ ტურინელებს ტიტულები მოაგებინოს. „დიბალა? მახსოვს მასზე საუბრობდნენ, როგორც ახალ მესი „ბარსელონასთან“ დუბლისა და გამარჯვების შემდეგ. მოვისმინე ასტრონომიული ციფრები, 100 თუ 200 მილიონი. ჩემი აზრით, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა ბარძალი “იუვენტუსში” დაბრუნდა

ანდრეა ბარძალი ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნდა და მაურიციო სარის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. ბარძალი პირველ ვარჯიშს ხვალ დაესწრება. შეგახსენებთ, რომ ანდრეა 2011-2019 წლებში თამაშობდა შავ-თეთრი მაისურით და საფეხბურთო კარიერა მიმდინარე წლის 19 მაისს დაასრულა. ახლა ბარძალისა და „იუვეს“ გზები ისევ გადაიკვეთა, თუმცა, ახალი თავგადასავალი დაიწყო.

სრულად წაკითხვა »

სკონჩერტი: “იუვენტუსმა” რონალდუს გარეშე უკეთესად ითამაშა”

იტალიელი საფეხბურთო ექსპერტი მარიო სკონჩერტი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუს გარეშე უკეთესად ითამაშა. „იუვენტუსი“ ხშირად რისკავდა, მაგრამ ალბათ ეს იყო სეზონის ყველაზე ნაყოფიერი თამაში. დიბალა ახლოს იყო გოლის გატანასთან და რონალდუს გარეშე ნორმალურად ითამაშა. კრიშტიანუს არყოფნაში გუნდის თამაში გაუმჯობესდა, ყველა ერთმანეთისთვის თამაშობდა. ეს არის „იუვე“, რომელმაც კარგად თამაში დაიწყო. მომენტებს …

სრულად წაკითხვა »

დანილოს და დე შილიოს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ

დღეს დილით ტურინის „იუვენტუსის“ ტრავმირებულ ფეხბურთელებს დანილოსა და მატია დე შილიოს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ბრაზილიელის ტესტირებამ აჩვენა, რომ ბარძაყის მცირე დაზიანება აღენიშნება. და გარკვეული პერიოდით იუქმებს. დე შილიოს კი, დიაგნოსტიკური ტესტები ჩაუტარდა, რომელმაც არ აჩვნეს სრული აღდგენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მატია ლაზარეთში დარჩება. „იუვენტუსის“ ვებგვერდის ცნობით, ორივე ფეხბურთელი მოედანზე …

სრულად წაკითხვა »

ხუთ ტურში ხუთი გოლი – “იუვეს” ყველაზე ცუდი შედეგი 2015 წლის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ დაცვის ხაზი ძველებურად დამაჯერებელი აღარ არის. სერია A-ს საწყის ხუთ ტურში „იუვემ“ ხუთი გოლი გაუშვა და მსგავსი ცუდი შედეგი 2015-2016 წლების სეზონის სტარტის შემდეგ არ ჰქონია. თუ ამას ჩემპიონთა ლიგაზე ერთ თამაშში გაშვებულ ორ გოლსაც დავუმატებთ, სტატისტიკა კიდევ უფრო სავალალო გახდება. ხსენებულ 2015-2016 წლების სეზონში კი, „იუვემ“ ასპარეზობა …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ფეხბურთელთა შეფასებები “ბრეშასთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეხუთე ტურში „ბრეშა“ 2:1 დაამარცხა და 13 ქულა დააგროვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 5 – გაუშვა ისეთი გოლი, რომელიც როგორც წესი მეგობრებთან ერთად თამაშის დროს გადის. დონარუმას დარტყმა უდავოდ ძლიერი იყო, მაგრამ მისი შეცდომა მაინც სერიოზული გახლდათ. შემდეგ ეცადა გამოსწორებას, მაგრამ შეცდომა ვერ გააქრო. …

სრულად წაკითხვა »

მანჯუკიჩი შანსის მოლოდინში

მარიო მანჯუკიჩის ყატარში ტრანსფერი ჩაიშალა. მას შემდეგ, რაც ხორვატმა შესაძლო ტრანსფერი კარგად გაანალიზა, ტურინში დარჩენა გადაწყვიტა მინიმუმ იანვრამდე და ამ პერიოდში თავისი შანსი გამოყენებასაც ეცდება. დიდი შანსია, რომ სარიმ ხორვატს უახლოეს ხანებში შანსი მართლაც მისცეს შემადგენლობის როტაციის დროს. მითუმეტეს, რომ „იუვეს“ შემტევი ხაზი ჯერჯერობით განსაკუთრებული შედეგიანობით ვერ თამაშობს. თანაც მანჯუკიჩს …

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტა ერთი თვე ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი დუგლას კოშტა ერთი თვე იუქმებს. ბრაზილიელმა ტრავმა ჯერ კიდევ 14 სექტემბერს მიიღო, მაგრამ Tuttosport-ის ცნობით, მოედანს სავარაუდოდ 19 ოქტომბერს დაუბრუნდება, როდესაც „იუვე“ „ბოლონიას“ დაუპირისპირდება. მანამდე კი, ბრაზილიელს „სპალთან“, „ლევერკუზენთან“ და „ინტერთან“ შეხვედრების გამოტოვება დანამდვილებით მოუწევს. გარდა ამისა, შესაძლოა ტურინელებმა შაბათს „სპალს“ კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალას გარეშე …

სრულად წაკითხვა »

პიანიჩი: “უფრო მეტი გოლი უნდა გავიტანოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა, რომელიც „ბრეშასთან“ მატჩის გმირი და გამარჯვების გოლის ავტორი გახდა, ნამატჩევს ისაუბრა. ბოსნიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდმა საგოლე მომენტები უფრო მეტად უნდა გამოიყენოს. „სწრაფი გოლი გავუშვით, რაც ძალიან ცუდია. მაგრამ ვფიქრობ, შემდეგ ბურთზე კონტროლი დავამყარეთ და სწრაფად ვთამაშობდით. ქულები უნდა დავაგროვოთ, ასე უნდა გავაგრძელოთ. იყო პოზიტიური სიგნალები, თუმცა უფრო …

სრულად წაკითხვა »