მთავარი / სიახლეები (გვერდი 549)

სიახლეები

მაურიციო სარის კომენტარი “სპალთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „სპალთან“ (2:0) გამარჯვება შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, დასაწყისი რთული იყო, მაგრამ შემდეგ მისმა გუნდმა მოუმატა. „დასაწყისში გვქონდა სირთულეები და სწორი რიტმის პოვნა გაგვიჭირდა. ნელა ვმოქმედებდით და ბურთის გარეშე მცირე მოძრაობა იყო. შემდეგ პირველი ტაიმი კარგად დავასრულეთ და მეორე ნახევარში კარგად ვითამაშეთ. შეტევაში ბურთს ვეუფლებოდით, …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “კმაყოფილი ვარ მიღწეულით”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა „სპალთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. ჯიჯიმ კმაყოფილება გამოთქვა მიღწეული რეკორდით და გუნდის გამარჯვებით. „კმაყოფილი ვარ პირადი მიღწევით. ეს არის კმაყოფილება უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ 42 წლის ასაკში ვიმყოფები და ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად ვარ. „იუვე“? ვითარდებით, კიდევ ერთი აგური შევმატეთ მშენებლობას. თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიაროთ, …

სრულად წაკითხვა »

დიბალა: “ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ „სპალთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. არგენტინელი ფეხბურთელის განცხადებით, „იუვეს“ ასეთი გამარჯვება სჭირდებოდა. „გვჭირდებოდა ასეთი გამარჯვება. პირველ ტაიმში ცოტა ნელ ტემპში ვთამაშობდით, მაგრამ საბედნიეროდ ბოლო წუთზე ანგარიში გავხსენით. ამ გზით უფრო მეტი სივრცეები გამოჩნდა მეტოქის დაცვაში. ჩემი პასი რონალდუზე? მომეწონა, ვფიქრობ დიდებული გოლი იყო, კომბინაციის …

სრულად წაკითხვა »

ბუფონმა მალდინის გადაასწრო

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა საკლუბო კარიერაში 903-ე თამაში ჩაატარა და პაოლო მალდინის მიღწევა (902 თამაში) გააუმჯობესა. ბუფონს იტალიელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული უშუალოდ საკლუბო დონეზე. თუ სანაკრებო შეხვედრებსაც გავითვალისწინებთ, ჯიჯი აქაც რეკორდსმენია და 1000-მატჩიან ზღვარს დიდი ხანია გადასცდა. 41 წლის მეკარე ახლოსაა მალდინის კიდევ ერთი რეკორდის …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ზედიზედ მესამე გამარჯვება

იტალიის სერია A-ში მორიგი გამარჯვება იზეიმა ტურინის „იუვენტუსმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „სპალი“ პრობლემების გარეშე დაამარცხა. „იუვე“ მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და რომ არა სტუმართა მეკარე ეტრიტ ბერიშა, სხვაობა გაცილებით სოლიდური უნდა ყოფილიყო. ანგარიში 45-ე წუთზე მირალემ პიანიჩმა ულამაზესი დატყმით გახდა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა. აღსანიშნავია, …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი: “მწვრთნელის არჩევანს ვენდობით”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „სპალთან“ მატჩის წინ მცირე კომენტარი გააკეთა. პარატიჩი შეეხო მარიო მანჯუკიჩისა და ემრე ჯანის საკითხს, რომელთაც მაურიციო სარის თავკაცობით თამაში არ უწევთ. „ჩვენ შეჩვეული ვართ მოკლე პერიოდში ბევრ თამაშს, დღეს „სპალზე“ ვფიქრობთ. რთული თამაშია, მაგრამ ზად ვართ. ტრავმები? მხოლოდ მატუიდი თამაშობს სხვა პოზიციაზე, მაგრამ მწვრთნელის …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “სპალთან”

ტურინის „იუვენტუსი“ცოტა ხანში სერია A-ს მეექვსე ტურში „სპალს“ უმასპინძლებს. უკვე ცნობილია „იუვეს“ ძირითადი შემადგენლობა, რომელიც ასეთია: ბუფონი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, მატუიდი; ხედირა, პიანიჩი, რაბიო; რემზი; დიბალა, რონალდუ შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.   #JuveSPAL | 📝 Bianconeri in campo così 👇#FinoAllaFine #ForzaJuve pic.twitter.com/AhHaWTrEaT — JuventusFC (@juventusfc) …

სრულად წაკითხვა »

სისოკო: “იგუაინი დიბალაზე უკეთესია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მოჰამედ სისოკომ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „ბებერი სინიორას“ შესახებ ისაუბრა. – სეზონის დასაწყისში მოგწონთ თუ არა სარის „იუვე“? – დიახ, ნორმალურია, რომ თავდაპირველად დრო სჭირდება. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოახერხებენ სარის სტილის გაგებას და ამას თამაშში გამოხატავენ, მოედანზე ნამდვილი „იუვე“ გამოვა. დარწმუნებული ვარ წელს …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ტონალის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს

ტურინის „იუვენტუსი“ „ბრეშას“ ტალანტით, სანდრო ტონალით სერიოზულ ინტერესს გამოთქვამს და ლომბარდიულ გუნდთან საწყისი კონტაქტიც დაამყარა. ზაფხულში „ბრეშას“ პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ ტონალის გაყიდვა გამორიცხა, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა და ზაფხულში სასურველი წინადადების შემთხვევაში იტალიელ სუახაზელს შეელევა. ტონალი 19 წლისაა და მიმდინარე სეზონში ჩინებული გარჯით არაერთი გრანდის ყურადღება მიიქცია. ტონალის გარდა, „იუვე“ …

სრულად წაკითხვა »

Azzurri Legends – იტალიის ვეტერანთა ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა

შეიქმნა იტალიის ნაკრები ვეტერან ფეხბურთელთა შორის სახელწოდებით „აძურის ლეგენდები“, რომელიც პირველ მატჩს 7 ოქტომბერს, ფიურტში, DFB All Stars (გერმანიის ყველა ვარსკვლავი) გუნდთან ჩაატარებს. შემადგენლობაში 24 ფეხბურთელი მოხვდა და მათ შორის 13 მსოფლიო ჩემპიონია. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. კარს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონები ანჯელო პერუცი და მარკო ამელია დაიცავენ. …

სრულად წაკითხვა »