მთავარი / სიახლეები (გვერდი 390)

სიახლეები

“იუვეს” ახალი ფორმა: შავ-თეთრი ზოლები ბრუნდება

ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ ჯორჯო კიელინისთან, მატაის დე ლიხტთან და მირალემ პიანიჩთან ერთად მომდევნო სეზონის მოსაცმელები წარადგინა. თუმცა, ბონუჩის შემთხვევაში საქმე უფრო სერიოზულადაა, რადგან დაგეგმილად თუ დაუგეგმავად, მოსაცმლის შიგნით მაისურიც გამოჩნდა. იქ ჩანს თეთრი ზოლი და ვარაუდობენ, რომ ეს ახალი ფორმაა. აქედან გამომდინარე უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ “იუვე” ტრადიციულ …

სრულად წაკითხვა »

“ლიონს” “იუვენტუსთან” პირველ მატჩში გოლის ავტორი ვერ დაეხმარება

ფრანგული „ლიონი“ „იუვენტუსთან“ საპასუხო შეხვედრაში ლუკას ტუსარტი დააკლდება. ფეხბურთელი 1 ივლისიდან ბერლინის „ჰერტაში“ გადავა, ინფორმაცია გერმანულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა. „იუვესთან“ საპასუხო მატჩის თარიღი ჯერ უცნობია, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ აგვისტომდე არ გაიმართება. ასე, რომ ტუსარტი იმ დროისთვის „ლიონის“ ფეხბურთელი აღარ იქნება. აღსანიშნავია, რომ ლუკას ტუსარტმა პირველი მატჩის ბედი გადაწყვიტა და სწორედ …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკის “მანჩესტერი” იწვევს

ფედერიკო ბერნარდესკი შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს. ინგლისელთა პირველი ვარიანტი შეტევის ფლანგის გასაძლიერებლად ჯეიდონ სანჩოა, მაგრამ მის ალტერნატივად იტალიელს განიხილავენ. ბრიტანული მედიის ცნობით, „მანიუს“ მზად აქვს წინადადება, რომელსაც „იუვენტუსს“ წარუდგენს. ეს დაახლოებით 35 მილიონ ევროს გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ბერნარდესკიმ მაურიციო სარის სქემაში თავი ვერ დაიმკვიდრა და მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ …

სრულად წაკითხვა »

ბენტანკური: “არ ვიცი რონალდუმ ჩემი სახელი საიდან იცოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე კომფორტული დაცვის წინ თამაშია. ურუგვაელმა კრიშტიანუ რონალდუზეც გაიხსენა საინტერესო ისტორია. „მითამაშია ცენტრში მარჯვენა მხარეს, მარცხნივაც, სადაც უფრო მიჭირდა, ორი თავდამსხმელის უკან გამთამაშებლადაც… არავითარი პრობლემა არაა, ყოველთვის მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ. თუმცა, ჩემთვის იდეალური სათამაშო პოზიცია ცენტრალური ნახევარმცველია დაცვის წინ. ჩემს პოზიციაზე არანაირი …

სრულად წაკითხვა »

დიბალას საგანგაშო განცხადება: “ახალი კონტრაქტი არ შემოუთავაზებიათ”

პაულო დიბალამ CNN-თან ინტერვიუში „იუვენტუსის“ ქომაგებისთვის საგანგაშო განცხადება გააკეთა. არგენტინელის თქმით, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არავინ დაკავშირებია. დიბალამ არ იცის სურს თუ არა კლუბს მასთან ისევ თანამშრომლობა. „კონტრაქტი? ჯერჯერობით ახალი არაფერია. წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება დამრჩა და ეს არც ისე ბევრია. მესმის რაც კორონავირუსის გამო მოხდა და კლუბისთვის ადვილი არაა, მაგრამ სხვა ფეხბურთელებმა კონტრაქტები …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” მორიგი ვარჯიში [VIDEO]

ტურინის “იუვენტუსი” სეზონის განახლებისთვის მზადებას განაგრძობს. გუნდმა დღეს კონტინასას ბაზაზე ივარჯიშა. შეგახსენებთ, რომ “იუვე” 12 ივნისს, იტალიის თასის ნახევარფინალში “მილანს” უმასპინძლებს. პირველი მატჩის ფრედ 1:1 დასრულდა.   Allenamento sotto la pioggia oggi al Training Center! 🌧⚽💪#FinoAllaFine #ForzaJuve pic.twitter.com/8laHVEepgR — JuventusFC (@juventusfc) June 8, 2020

სრულად წაკითხვა »

მილიკის ალტერნატივა: ტურინში რაულ ხიმენესს განიხილავენ

ტურინის „იუვენტუსი“ სატრანსფერო პერიოდში თავდამსხმელის დამატებას გეგმავს. მას შემდეგ, რაც პსჟ-მ მაურო იკარდი გამოისყიდა, ეს ვარიანტი საბოლოოდ გამოირიცხა. „იუვეს“ მთავარი კანდიდატი ისევ „ნაპოლის“ ფორვარდი არკადიუშ მილიკია, თუმცა ნეაპოლელები ფეხბურთელთან შელევას არ გეგმავენ. Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინელებს ალტერნატიულ ვარიანტად „ვულვზის“ შემტევი რაულ ხიმენესი ესახებათ. მექსიკელი პრემიერლიგაში ჩინებულად ირჯება და მისი აგენტი ჟორჟე …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი და პიანიჩი პსჟ-ში, ვერატი “იუვეში”? – Tuttosport-ის ვარაუდი

მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა ზაფხულში „პარი სენ ჟერმენი“ ჩაიბაროს და ეს არაა გამორიცხული „იუვენტუსის“ სატრანსფერო გეგმებისთვის მნიშვნელოვანი გამოდგეს. Tuttosport-ის ინფორმაციით, თუ ალეგრი პსჟ-ს ჩაიბარებს, მირალემ პიანიჩის ტრანსფერს მოითხოვს. ბოსნიელს „ბარსელონას“ უკავშირებენ, მაგრამ „იუვე“ ესპანურ გრანდს ვერ მოურიგდა, რის გამოც შესაძლოა სტრატეგია შეცვალოს და პსჟ-სთან დაიწყოს მოლაპარაკება. ამ ამბავში „იუვენტუსისთვის“ ყველაზე საინტერესო …

სრულად წაკითხვა »

თუ სეზონი შეწყდება, B გეგმა მზადაა

სერია A 20 ივნისიდან განახლდება, მაგრამ ეს სულაც არ არის იმის გარანტი, რომ სეზონი აუცილებლად დასრულდება. იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის გამო იძულებულნი იქნებიან სეზონი ისევ შეაჩერონ, მოფიქრებულია ახალი გეგმა. თუ სეზონი კვლავ შეწყდება, ჩემპიონის გამოსავლენად პლეი-ოფი დაინიშნება, ხოლო ქვედა ლიგაში დასაქვეითებელი გუნდების ვინაობა პლეი-აუტის მეშვეობით გაირკვევა. აღსანიშნავია, რომ ეს გეგმა …

სრულად წაკითხვა »

“ლივერპულის” ფანები დიბალას ტრანსფერზე ოცნებობენ

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ ინსტაგრამში სხვა ფეხბურთელებტან ერთად მონაწილეობა მიიღო ერთგვარ ტურნირში, სადაც „ლივერპულის“ ჰიმნი იმღერა. ამას სოციალურ ქსელში ინგლისური გუნდის ქომაგებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა – „დაუყოვნებლივ შეიძინეთ დიბალა!“ – ასეთი შინაარსის კომენტარები ბევრი იყო. სინამდვილეში ეს მხოლოდ თამაში იყო და პაულო „იუვესთან“ კონტრაქტს უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებს.

სრულად წაკითხვა »