მთავარი / სიახლეები (გვერდი 388)

სიახლეები

“იუვემ” ფინალისთვის მზადება დაიწყო

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის ფინალისთვის მზადება დაუყოვნებლივ დაიწყო. მაურიციო სარის გუნდმა „მილანთან“ მატჩის შემდეგ კონტინასას ბაზაზე ივარჯიშა. მორიგი საწვრთნელი სესია 14 ივნისსაა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში 17 ივნისს, რომში, „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

სრულად წაკითხვა »

მაურიციო სარი: “საწყისი 30 წუთი ძალიან კარგი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „მილანთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, დაბრუნება მარტივი არ იყო, მაგრამ საწყისი 30 წუთი ძალიან მოეწონა. „შესანიშნავი გრძონაა სთადარიგო სკამზე დაბრუნება და გუნდის ნახვა სამი თვის შემდეგ, თუნდაც იმის მიუხედავად, რომ გულშემატკივრები გვაკლდნენ. ეს მარტივი არავისთვისაა. გუნდი ძალიან მომეწონა საწყის 30 წუთში, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “მილანი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სამთვიანი პაუზის შემდეგ მატჩი ჩაატარა და „მილანთან“ ნულოვანი ფრით იტალიის თასის ფინალში გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: ბუფონი შ.გ – მისი ჩარევა რეალურად საჭირო არ გამხდარა, მაგრამ ასეც კარგია. ახლა ფინალისთვის მოემზადება, თავისი ტურნირის, რადგან ამ სეზონში იტალიის თასის მეკარეა. დანილო 6.5 – კარგი თამაში ჩაატარა, განსაკუთრებით …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩის კომენტარი პაულო დიბალაზე და ნიკოლო ძანიოლოზე

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ პაულო დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივებისა და ნიკოლო ძანიოლოს შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. „დიბალა? ჩვენ არ ვნერვიულობთ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, მის გარემოცვასთან კონტაქტი გვაქვს, ხოლო მასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ოპტიმიზმით აღსავსე და თავდაჯერებულები ვართ. ძანიოლო? ვფიქრობ, რომ სატრანსფერო ამბებზე საუბრის დრო არაა, ამ პერიოდში ისედაც …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “მთავარი ფინალში გასვლა იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „მილანთან“ (0:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, მთავარი ფინალში გასვლა იყო და ეს მიზანი მიღწეულია. „მთავარი იყო შემდეგ ეტაპზე გასვლა და სეზონის პირველი ტიტულისთვის რომში თამაში. გულშემატკივრების გარეშე უცნაური ემოცია გახლდათ. რთული თამაში გამოდგა, კარგად დავიწყეთ და შემდეგ გვქონდა ხარვეზები. „მილანმა“ 10 ფეხბურთელით …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” იტალიის თასის ფინალშია

იტალიაში სეზონი განახლდა და „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში გავიდა. ტურინელებმა უმაყურებლოდ „მილანს“ უმასპინძლეს და თებერვალში „სან სიროზე“ მიღწეული შედეგი შეინარჩუნეს. მაურიციო სარის გუნდმა მატჩი აქტიურად დაიწყო, კარგად კომბინირებდა და რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტებიც შექმნა. მე-17 წუთზე კი საჯარიმოში ანდრეა კონტიმ საჯარიმოში ხელით ითამაშა და დანიელე ორსატომ პენალტი დანიშნა. თუმცა, კრიშტიანუ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “მილანთან”

სამი თვის შემდეგ “იუვენტუსი” საფეხბურთო მოედანზე ბრუნდება და დღეს იტალიის თასის ნახევარფინალში “მილანს” უმაყურებლოდ უმასპინძლებს. მაურიციო სარიმ ძირითად შემადგენლობისთვის ეს 11 ფეხბურთელი შეარჩია. ბუფონი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; პიანიჩი, ბენტანკური, მატუიდი; დუგლას კოშტა, დიბალა, რონალდუ შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო დღევანდელი დაპირისპირება 23:00 საათზე დაიწყება. …

სრულად წაკითხვა »

რემზი: “იმედია რონალდუს ტიტულების მოგებაში დავეხმარებით”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა. „დიბალა ძალიან ნიჭიერია და საოცარ რაღაცებს აკეთებს. რაც შეეხება რონალდუს, ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ყოველთვის გამარჯვება უნდა, მათ შორის ვარჯიშზეც და ვიმედოვნებთ, რომ ტიტულების მოგებაში დავეხმარებით. სანამ „არსენალიდან“ „იუვენტუსში“ გადმოვიდოდი, შჩესნი იყო ადამიანი, რომელიც ინფორმაციას …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “მილანთან”

სამთვიანი პუაზა დღეს დასრულდება. „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში დაუპირისპირდება. მაურიციო სარის გუნდის სამატჩო განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: დე შილიო, დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, ბონუჩი, რუგანი ნახევარმცველები: პიანიჩი, ხედირა, მატუიდი, რაბიო, ბენტანკური, მურატორე თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, კუადრადი, ბერნარდესკი, ოლივიერი, ვრიონი, ძანიმაკია შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის …

სრულად წაკითხვა »

დიბალა: “ჩემო ქალბატონო, შენთვის ყველაფერს გავიღებ”

პაულო დიბალამ ინსტაგრამში ვიდეო გამოაქვეყნა სეზონის განახლებასთან დაკავშირებით და „იუვენტუსის“ ქომაგებს მიმართა. „ჩემო ქალბატონო, ველოდებოდით ქარიშხლის დასრულებას. ჩვენ თითქმის იქ ვართ და შეგიძლიათ დაგვინახოთ მოქმედებაში, აღიქვათ ჩვენი სიყვარული, ყველაფერს გავაკეთებთ შენთვის. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომყველა გამარჯვება თქვენ მოგიძღვნათ. როდესაც ლოდინი დასრულდება, ყველანი მზად ვიქნებით“, – ამბობს გამოქვეყნებულ ვიდეოში დიბალა. შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »