მთავარი / სიახლეები (გვერდი 391)

სიახლეები

მოდრიჩი: “მანჯუკიჩი ოცნებობდა თავისი კერპის, ბუფონის კარში გოლის გატანაზე”

ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ მარიო მანჯუკიჩი თავისი ბავშვობის კერპის, ჯანლუიჯი ბუფონის კარში გოლის გატანაზე ოცნებობდა. „მეორე თამაში იტალიასთან გადამწყვეტი იყო, მათი თამაში შესანიშნავ ნახევარმცველ ანდრეა პირლოზე იყო დაფუძნებული, ჟურნალისტები მას მადარებდნენ და ძალიან მიხაროდა. პირლომ პირველ ტაიმში შესანიშნავი გოლი გაგვიტანა, მაგრამ მეორე ტაიმში მანჯუკიჩმა გაათანაბრა. მარიომ თამაშამდე თქვა, რომ ოცნებობდა …

სრულად წაკითხვა »

დიბალა: “100%-ით მზად არ ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა პაულო დიბალამ განაცხადა, რომ ახლა კარგადაა, მაგრამ ჯერ 100%-ით მზად არაა. „დიახ, მე მქონდა კორონავირუსი, მაგრამ ახლა თავს ბევრად კარგად ვგრძნობ. ჯერჯერობით 100%-ით მზად არ ვარ, მაგრამ კარგად ვარ. ვარჯიში დავიწყეთ და ფეხბურთი ბრუნდება. მალე დავიწყებთ იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს. იმედია გავერთობით და ხალხს ექნება შესაძლებლობა …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “იმედი მქონდა რომ იქ ვითამაშებდი, მაგრამ ლიპიმ სხვაგვარად გადაწყვიტა”

ალესანდრო დელ პიერომ ინსტაგრამზე ერთ-ერთ გვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კმაყოფილია იმ კარიერით, რომელიც ჰქონდა. ალექსს „ოქროს ბურთზე“ გული სყწდება, მაგრამ საერთო ჯამში ბედნიერია მიღწეულით. გოლები შორეულ კუთხეში ამ ტიპის გოლები ბაჯოსგან და ძოლასგან ბევრი მქონდა ნანახი, ისინი ამას იდეალურად აკეთებდნენ. ყოველთვსი ძნელია ასეთ სტილში გატანა, მნიშვნელოვანი იყო ვარჯიში და ვარიაციის …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “მილანში” მივხვდი, რომ “იუვე” ჩემი ოჯახი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ სეზონი მაინც ვერ დასრულდება, ტიტული არავის არ უნდა გადაეცეს. გარდა ამისა, იტალიელმა კიდევ ერთხელ ისაუბრა „მილანში“ გატარებულ 1 სეზონზე და მას რთული წელი უწოდა. „იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატის ნორმალურად დასრულება მოხერხდება. თუ ასე არ იქნება, ბევრი პოლემიკა წამოიჭრება. …

სრულად წაკითხვა »

ბერლინიდან დღემდე: “იუვენტუსის” ნახევარდაცვის სახეცვლილება

ხუთი წლის წინ, ამ დღეს, „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ფინალი წააგო, ბერლინში, „ბარსელონასთან“. მტკივნეული მარცხი უდავოდ, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლებად, ვიდრე სხვა. სიამაყე და სითამამე. ამ ორი ინგრედიენტით „ბებერი სინიორა“ ბერლინში, „ოლიმპიაშტადიონზე“ გავიდა. მაგრამ ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ, როგორებიც მესი, სუარესი და ნეიმარი არიან, რომელთაც ზურგს დანი ალვეში, პიკე, ინიესტა და …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “იუვეში” ძალიან ბედნიერი ვარ, უზარმაზარი გუნდია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია. ნიდერლანდელი ფეხბურთელის განცხადებით, „იუვეს“ დიდება უზარმაზარია. „პირველი გრძნობა ბედნიერება იყო: „იუვენტუსმა“ შემიძინა, მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა. შემდეგ დაუყოვნებლივ მომიწია აზიაში გამგზავრება, სადაც მივხვდი თუ რამდენად დიდია ეს გუნდი. ყველგან „იუვეს“ გულშემატკივრებს ვპოულობდი, სადაც არ უნდა წავსულიყავი, …

სრულად წაკითხვა »

80 დღის შემდეგ “იუვე” “ალიანც სთედიუმზე” დაბრუნდა [VIDEO]

“იუვენტუსის” ფეხბურთელები 80-დღიანი პაუზის შემდეგ “ალიანც სთედიუმზე” დაბრუნდნენ და გუშინ საწვრთნელი პროცესი ჩაატარეს.

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “ორჯერ “იუვედან” წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობდი”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „მე ჯორჯო“ საინტერესო ისტორიებს იხსენებს. იტალიელმა დაწერა, რომ ორჯერ „იუვედან“ წასვლაზე სერიოზულად ფიქრობდა. პირველი სკუდეტო კონტესთან ოთხშაბათს „ლეჩესთან“ ფრე ვითამაშეთ და შაბათს უკვე ტრიესტეში გავემგზავრეთ. „კალიარისთან“ უნდა გვეთამაშა და „ინტერისთვის“ უნდა გვექომაგა, რადგან მილანში დერბი ყიო. მახსოვს ის დაძაბულობა, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, …

სრულად წაკითხვა »

კაბრინის მემკვიდრე, რომლის სიცოცხლე 23 წლის ასაკში დასრულდა

25 აპრილი, 1995 წელი, პერუჯაში ლეიკემიით დაავადებული ანდრეა ფორტუნატო გარდაიცვალა, 23 წლის ასაკში. ანდრეა 1971 წლის 26 ივლისს, სალერნოში დაიბადა და 90-იანი წლების დასაწყიში იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი განაპირა მცველი იყო (მარცხენა მცველი), მას ნათელ მომავალს უწინასწრამტყველებდნენ, ხანმოკლე სიცოცხლეში, „კომოს“, „პიზას“, „ჯენოას“ და „იუვენტუსის“ მაისურით ითამაშა. მის კარიერაში გარდამტეხი 1992-1993 …

სრულად წაკითხვა »

მოდრიჩი 2017 წლის ფინალზე: “იუვეს” ერთადერთი სუსტი წერტილი ჰქონდა და იქ იყო დაუცველი”

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა „იუვენტუსთან“ 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა. ხორვატმა განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანმა მათ ტურინელთა ერთადერთი სუსტი წერტილის შესახებ უამბო და ის კარგად შეისწავლეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. „იუვენტუსი“ იმ სეზონში ევროპაში ძალიან სანახაობრივი გუნდი იყო. ფინალამდე მხოლოდ ორი გაუშვეს და 21 გაიტანეს, პრაქტიკულად თამაშში 2 გოლი. …

სრულად წაკითხვა »