მთავარი / სიახლეები (გვერდი 353)

სიახლეები

მაკკენი: “ოცნება ამიხდა, ბოლომდე დავიხარჯები”

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა ვესტონ მაკკენიმ კლუბის ვებგვერდთან პირველი კომენტარი გააკეთა. ამერიკელი ფეხბურთელის განცხადებით, ბოლომდე დაიხარჯება და ძალიან ბედნიერია, რომ „იუვეს“ წევრი გახდა. „მე ამ ფეხბურთელების ყურებაში გავიზარდე, ჩემი კუმირები იყვნენ და ვიდეოთამაშებში ვიყენებდი. ახლა კი ერთი გუნდის ნაწილი ვართ, მოკლედ ეს ოცნებაა, რომელიც ახდა. „იუვენტუსი“? ეს ისტორიაა, იტალიის ჩემპიონი, ყოველთვის. …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: მაკკენი “იუვეს” ფეხბურთელია

ტურინის „იუვენტუსმა“ გელზენკირხენის „შალკედან“ ვესტონ მაკკენის ტრანსფერო გააოფიციალურა. ამერიკელი ნახევარმცველი „იუვეს“ ღირსებას მომდევნო სეზონის განმავლობაში იჯარით დაიცავს, რომლის ღირებულებამ 4.5 მილიონი ევრ შეადგინა. ამასთან, „იუვენტუსს“ ექნება ვალდებულება, რომ მაკკენი გამოისყიდოს 18.5 მილიონ ევროდ, რომელიც სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაიფარება. 22 წლის ნახევარმცველს აშშ-ს ნაკრებში 19 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, …

სრულად წაკითხვა »

ჯეკო “იუვენტუსში”გადასვლაზე თანახმაა

ტურინის „იუვენტუსი“ ედინ ჯეკოს ტრანსფერთან უკვე ძალიან ახლოსაა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ფაბიო პარატიჩიმ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია და ბოსნიელმა გუნდის შეცვლაზე თანხმობა განაცხადა. 34 წლის ჯეკო „იუვესთან“ 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. თუმცა, ჯერ კლუბებს შორის შეთანხმებაა საჭირო. „იუვენტუსი“ „რომას“ 10 მილიონ ევროს ადა 2 მილიონი ბონუსების …

სრულად წაკითხვა »

L’Equipe: მესის მამა “იუვენტუსს” დაეკონტაქტა

ცნობილი ფრანგული გამოცემა L’Equipe იტყობინება, რომ ლიონელ მესის მამას, ხორხე მესის კონტაქტი ჰქონდა „პარი სენ ჟერმენთან“ და ტურინის „იუვენტუსთან“. გამოცემა წერს, რომ ტურინელებს აქვთ სურვილი, რომ ისტორიული ტანდემი შექმნან და კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი მათ გუნდში იხილონ. თუმცა, მოგვიანებით, თავად „იუვენტუსმა“ ეს ცნობა იტალიურ მედიასთან უარყო. როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსში” შესაძლოა კინი დაბრუნდეს

ტურინის „იუვენტუსში“ შესაძლოა მოიზე კინი დაბრუნდეს. იტალიელი ფეხბურთელი „ბიანკონერის“ სიაში ერთ-ერთი მათგანია. მოგეხსენებათ, „იუვე“ თავდამსხმელს, ე.წ 9-იანს ეძებს და არაა გამორიცხული კინი დაიბრუნოს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, საუბარია ორწლიან იჯარაზე გამოსყიდვის უფლებით. „იუვენტუსმა“ მოიზე კინი ერთი წლის წინ „ევერტონში“ გაყიდა, მაგრამ ლივერპულურ გუნდში მან ფეხი ვერ მოიკიდა და პრემიერლიგაში მხოლოდ …

სრულად წაკითხვა »

კუადრადო: “მესი? არც რონალდუს “იუვეში” მოსვლა სჯეროდათ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ანდრეა პირლოს აუცილებლად ეტყვის სად ურჩევნია თამაში. გარდა ამისა, კოლუმბიელი ლიონელ მესის „იუვენტუსში“ მისვლასაც არ გამორიცხავს: „ჯერ კიდევ არ მქონია შესაძლებლობა პირლოსთან მესაუბრა, მაგრამ როდესაც ჩემი ჯერი მოვა, აუცილებლად ვეტყვი თავს ყველაზე კომფორტულად რომელ პოზიციაზე ვგრძნობ. პირლო დიდი …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუ რონალდუს წინასასეზონო მესიჯი “იუვენტუსს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში წინასასეზონო მესიჯი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ კლუბში რჩება. პორტუგალიელი დამდეგ სეზონს დიდი ოპტიმიზმით უყურებს და მოტივაციით ხვდება. „იუვენტუსში“ მესამე სეზონისთვის ვემზადები და ჩემი სულისკვეთება და ამბიცია უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე. მიზნები, გამარჯვებები, ვალდებულება, ერთგულება, პროფესიონალიზმი. მთელი ჩემი ძალით, თანაგუნდელების და „იუვენტუსის“ მთლიანი სტაფის …

სრულად წაკითხვა »

სუარესი “იუვენტუსში” გადასვლას უახლოვდება

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ლუის სუარესი დაიმატოს. ყველა გავლენიანი იტალიური გამოცემა წერს, რომ ორივე მხარე გარიგების შესახებ სერიოზულ ინტერესს იჩენს. ტურინელები სუარესს ხელში უფასოდ ჩაიგდებენ, რადგან „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 1 წელში ეწურება, მაგრამ ვინაიდან კლუბმა მისი გაშვება გადაწყვიტა, კონტრაქტს ვადაზე ადრე გაუწყვეტს. თუმცა, მეორე საკითხია ხელფასი. სუარესის ხელფასი ესპანეთში 11 მილიონი ევროა, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ამერიკელი ფეხბურთელი დაიმატა

ტურინის „იუვენტუსი“ „შალკესა“ და აშშ-ს ნაკრების ნახევარმცველის, ვესტონ მაკკენის ხვალ კონტრაქტს გაუფორმებს. ფეხბურთელი უკვე ტურინშია და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ “იუვეს” წევრი ოფიციალურად გახდება. ტურინელები მაკკენის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს გადაიხდიან 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 18 მილიონი ევრო იქნება. 22 წლის ნახევარმცველს აშშ-ს ნაკრებში 19 მატჩში 6 …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” “შალკეს” ნახევარმცველის დამატებასთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსი“ ახლოსაა „შალკესა“ და აშშ-ს ნაკრების ნახევარმცველის, ვესტონ მაკკენის დამატებასთან. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. ტურინელები მაკკენის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს გადაიხდიან 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 18 მილიონი ევრო იქნება. 22 წლის ნახევარმცველს აშშ-ს ნაკრებში 19 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „შალკეში“ 2017 წლიდან თამაშობს …

სრულად წაკითხვა »