ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ლუის სუარესი დაიმატოს. ყველა გავლენიანი იტალიური გამოცემა წერს, რომ ორივე მხარე გარიგების შესახებ სერიოზულ ინტერესს იჩენს.
ტურინელები სუარესს ხელში უფასოდ ჩაიგდებენ, რადგან „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 1 წელში ეწურება, მაგრამ ვინაიდან კლუბმა მისი გაშვება გადაწყვიტა, კონტრაქტს ვადაზე ადრე გაუწყვეტს.
თუმცა, მეორე საკითხია ხელფასი. სუარესის ხელფასი ესპანეთში 11 მილიონი ევროა, იტალიელები კი ამ თანხის გადახდას დიდი ალბათობით არ დათანხმდებიან.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის სუარესმა „ბარსელონაში“ 283 თამაში ჩაატარა და 198 გოლი გაიტანა.
BREAKING: Juventus are very interested in Luis Suarez as their striker and could potentially get him on a free transfer 😱⚪️⚫️
📰 via Di Marzio pic.twitter.com/QeLp7XiXmv
— Italian Football TV (@IFTVofficial) August 27, 2020