მთავარი / სიახლეები / ბუფონის აგენტი: “ჯიჯის 44 წლამდე თამაში შეუძლია”

ბუფონის აგენტი: “ჯიჯის 44 წლამდე თამაში შეუძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა სილვანო მარტინამ განაცხადა, რომ მას ფეხბურთის თამაში 44 წლამდე შეუძლია. მარტინა ჯიჯის ურჩევს, რომ მომავალში სამწვრთნელო კარიერა დაიწყოს.

„ტურინში დაბრუნება? მე ვიტყოდი, რომ ძალიან სწორი არჩევანია, რადგან ჯერ კიდევ კონკურენტუნარიანია, ძლიერია. იანვარში 42 წლის გახდება. ვფიქრობ, რომ ამ სეზონში თამაშის საკმარისი შესაძლებლობა მიეცემა. მთავარია, რომ კარგად თამაშობს.

მომავალი? ახალი ნედვედის როლში? არ ვიცი, ვფიქრობ, თამაში კიდევ ორი წელი თავისუფლად შეუძლია, 44 წლამდე. რას იზამს შემდეგ? მე პირადად ვურჩევდი, რომ მწვრთნელი გახდეს, მას შემდეგ, რაც კარიერას დაასრულებს, ყველაფრის გაკეთება შეუძლია“, – თქვა მარტინამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …