ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ სერია A-ს განახლება იტალიელებს განწყობას აუმაღლებს და ემოციებს მოუტანს. ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუში ჯიჯიმ ბევრ საკითხზე ისაუბრა.
მაურიციო სარის „იუვენტუსი“
პირველი თვე ხელახალი გუნდის შექმნის დროს პრაქტიკულად დავკარგეთ. მას არ ჰქონდა საშუალება გამოევლინა მთელი თავისი ცოდნა. მჯერა, რომ შემდეგ წელს გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ ნამდვილი სარი და ნამდვილი სარის „იუვენტუსი“. ამდენი წლის გარკვეული სამუშაოს შემდეგ, როდესაც ცვლილებებს აკეთებ, ყოველთვის იწვევს ასეთ პრობლემებს და განსხვავებას.
„ნაპოლისთან“ სეზონის პირველი მატჩი (4:3 და 3:0 პირველი ტაიმის შემდეგ)
45 წუთი მაღალ დონეზე ჩავატარეთ ინტენსივობის, სიჩქარისა და მიმოქქცევის თვალსაზრისით. ეს ტაიმი იყო ის, რისგანამ „იუვე“ შორის იყო ბოლო 8-9 წლის განმავლობაში.
კრიშტიანუ რონალდუ
ის ფეხბურთის ისტორიაში ნამდვილი ჩემპიონია, ეს უდავოა. ფეხბურთელის, რომლისნაირი მენტალიტეტი დღეს არავის აქვს. 35 წლის ასაკში ჯერ კიდევ ასეთ დონეზეა და ხშირად ახერხებს მატჩების ბედის გადაწყვეტას. რა თქმა უნდა იმ თვისებებთან ერთად, რომელიც ბუნებამ მისცა, ასევე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, მისმა გონებრივმა მიდგომამ საქმისადმი. რეაქცია, როდესაც „მილანთან“ შეცვალეს? ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივზე მეტი რეაქცია იყო. მისნაირ ჩემპიონს შეცვლა არ მოსწონს, აქედან გამომდინარე ეს რეაქცია აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს არაჩვეულებრივ მოთამაშესთან, რომელიც ძალიან ამაყია.
პაულო დიბალა
კარგად ვუყურებ. აქვს იმის რწმენა, რომ შეუძლია გადამწყვეტი იყოს მოედანზე, თუნდაც ძირითადში ითამაშოს ან შეცვლაზე ჩაერთოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ კონდიციაში ჩვენთვის პაულო გუნდში ყოფნა ღვთიურია.
ანტონიო კონტეს „ინტერი“
მას ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი,რ ომ ბოლო ტურამდე იბრძოლებენ. ლაუტარო-ლუკაკუს დუეტი იდეალურია იმ თამაშისთვის, რომლის ჩვენება კონტეს სურს.
„ლაციო“
ჩემთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა. მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ. წაგება „ლაციოსთან“? ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო იყო, ჩვენ არ გაგვიმართლა, მათ გაუმართლათ, ეს იყო მატჩი, რომელიც ცუდად დაიწყო და ცუდად დასრულდა.
სეზონის განახლება
ეს სოციალური საკითხია. ვფიქრობ, რომ ჩემპიონატის განახლებას ნამდვილად შეუძლია აამაღლოს მთელი იტალია და ხალხს ემოციები მოუტანოს. ყველას გვჭირდება ეს მოთხოვნილება. წელს ნაკლებად ვთამაშობ, ვიდრე ადრე და ნორმალურია, რომ როდესაც მოედანზე გავდივარ, ემოციებით ვივსები.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს „იუვენტუსი“ იტალიის თასს თუ მოიგებს, ბუფონის კარიერაში ეს მე-6 იტალიის თასი იქნება და რობერტო მანჩინის რეკორდს გაიმეორებს.