მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “იუვესთან” შეხვედრა არავის უნდა”

ბუფონი: “იუვესთან” შეხვედრა არავის უნდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი და ამჟამად პსჟ-ს მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ამბობს, რომ „იუვესთან“ შეხვედრა არცერთ გუნდს არ სურს. იტალიელი მეკარის განცხადებით, „ბებერი ქალბატონი“ ისედაც ძლიერი იყო და ახლა კრიშტიანუ რონალდუც დაემატა.

„ჩემპიონთა ლიგაზე „იუვე“ ყველაზე ძლიერია. დიდი ძალა აქვს და ეს სიახლე არაა, ჩემ დროსაც ასეთივე ძლიერი იყო. თუმცა, ახლა, კრიშტიანუ რონალდუც დაემატა. ნათელია, რომ „იუვე“ არის გუნდი, რომელთანაც შეხვედრა არავის სურს“, – განუცხადა ბუფონმა Sky Sport-ს.

შეგახსენებთ, რომ ბუფონმა „იუვენტუსში“ გატარებული 17 წლის შემდეგ კარიერის გაგრძელება „პარი სენ ჟერმენში“ გადაწყვიტა და ახლა სწორედ ფრანგული გუნდის კარს იცავს.

შემთხვევითი სიახლე

ბონუჩი: “იუვენტუსი” 7-თავიანი დრაკონია”

ლეონარდო ბონუჩიმ სოციალურ ქსელში „იუვენტუსის“ დასჯის შემდეგ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. მან ინსტაგრამსთორიში დაწერა, რომ …

კასანო: “სხვა კლუბებიც უნდა დასაჯონ, წესი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „იუვენტუსი“ დაიცვა. როგორც მან თქვა, კანონი ყველა კლუბისთვის ერთნაირი უნდა …