მთავარი / გალერეა / ვიდეოგალერეა / ბუფონი ფორმაშია! “იუვენტუსმა” “ინტერი” პენალტების სერიაში დაამარცხა

ბუფონი ფორმაშია! “იუვენტუსმა” “ინტერი” პენალტების სერიაში დაამარცხა

იტალიის ჩემპიონატი განახლდებამდე ზუდტად ერთ თვე დარჩა, თუმცა მანამდდე მაურიციო სარისა და ანტონიო კონტეს გუნდებმა ჩინეთში, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მოსინჯეს ძალები.

ეს არ იყო მხოლოდ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ დაპირისპირება. ეს  სარისა და კონტეს, პარატიჩისა და მაროტას დაპირისპირებაც გახლთათ. მაროტასი, რომელიც ბოლო რვა წლის განმავლობაში „ბებერი ქალბატონის“ წარმატებისთვის ზრუნავდა, და კონტესი, რომელიც წლების განმავლობაში „ბებერ ქალბატონს“ წვრთნიდა და თანაც საკმაოდ წარმატებულად.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს – გამარჯვება და 3 ქულის მოპოვება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ძირითად დროში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა და გუნდებმა ერთმანეთს ქულები დააკარგვინეს. „იუვენტუსმა“ 2, ხოლო „ინტერმა“ 1 ქულის მოპოვება მოახერხა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. შეიძლება ითქვას, რომ მისი დაყოფა ორად შეგვიძლია: პირველი ტაიმში აშკარა უპირატესობა მილანელების მხარეს იყო. გოლი კი შეხვედრის მე-10 წუთზე გავიდა. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში დე ლიხტს მოხვდა და ავტოგოლით ანგარიში გაიხსნა. შეიძლება ითქვას, რომ კონტეს გუნდი შესვენებაზე სამართლიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ…

მაგრამ მეორე ტაიმში „ბებერი ქალბატონი“ უპირატესობას ყველა კომპონენტში ფლობდა. რამდენიმე საგოლე მომენტიც შეიქმნა „ნერაძურის“ კართან. ჰანდანოვიჩისგან განსხვავებით პადელს თავის გამოჩენის საშუალება არაერთხელ მიეცა. აღსანიშნავია რაბიოს შორეული დარტყმა, რომელიც იტალიელმა კიპერმა შესანიშნავად მოიგერია.

68-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებთან კრიშტიანუ რონალდუ წააქციეს. პორტუგალიელმა დარტყმა გოლად აქცია და ანგარიში გაათანაბრა, რომელიც მატჩის ბოლომდე შენარჩუნდა.

თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტურინელთა დაწინაურება ბერნარდესკის შეეძლო, მაგრამ პადელი ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

საბოლოოდ ყველაფერი თერთმეტმეტრიანების სერიაში გაირკვა, რომელმა ის დაგვანახა, რომ  ბუფონი კვლავ ფორმაშია. 41 წლის კარის დარაჯმა შესანიშნავად ითამაშა და 3 პენალტი მოიერია, რამაც „ბიანკონერის“ გამარჯვება მოუტანა.

მომდევნო შეხვედრას მაურიციო სარის გუნდი 10 აგვისტოს, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს.

აქვე გეტყვით, რომ „იუვენ“ პირველი მატჩი „ტოტენჰემთან“ 2:3 წააგო, „ინტერი“ კი „მანჩესტერთან“ მინიმალური სხვაბით 1:0 დამარცხდა.

 „იუვენტუსი“ – „ინტერი“ 2:1 (0:1)

„იუვენტუსი“(4-3-3): შესნი (ბუფონი 46); კანსელო, დე ლიხტი (დემირალი 46), ბონუჩი (რუგანი 70), დე შილიო; რაბიო, პიანიჩი (ემრე ჩანი 65), მატუიდი (მურატორენ 78); ბერნარდესკი, იგუაინი (მანჯუკიჩი 46), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი (პადელი46); დამბროზიო, დე ვრეი (რანოკია 78), შკრინიარი (ბასტონი 78); კანდრევა (აგუმე 88), გალიარდინი (ჟოაო მარიო 78), ბროზოვიჩი (ბორხა ვალერო 78), სენსი (ბარელა 78), დალბერტი; პერიშიჩი (ლონგო 78), ესპოსიტო (პუშკაშ 78)

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 0:1 დე ლიხტი (ა.გ) (10), 1:1 რონალდო (68)

პენალტების სერია: 1:0 კანსელუ, რანოკია 1:0, რონალდუ 2:0, ლონგო 2:1,  ჩანი 3:1, ჟოაო მარიო 3:2, რაბიო 3:2, ბარელა 3:3, ბერნარდესკი 3:3, 3:3 ბორხა ვალერო, 4:3 დემირალი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *