ლეონარდო ბონუჩისთვის განსაკუთრებული დღე – ასე იწყებს „იუვენტუსის“ ოფიციალური ვებგვერდი ბონუჩიზე წერილს და გვამცნობს, რომ მისი მაისური „იუვენტუსის“ მუზეუმის ნაწილია.
მუზეუმში ხვდება იმ ფეხბურთელთა მაისურები, რომელმაც კლუბში 300 თამაში ჩაატარეს. ლეონარდომ აღნიშნულ ნიშნულს ჯერ კიდევ 2016-2017 წლების სეზონში უწია და მუზეუმშიც ის მაისური შეინახეს, რომლითაც მესამასე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. „რომასთან“ შეხვედრა კი მისთვის 340-ე გამოდგა.
„ეს მაისურის გადმოცემა ნამდვილად განსაკუთრებული და ამაღელვებელია, რომლითაც ვამაყობ. ახლა მინდა ასე გავაგრძელო, რადგან წინ კიდევ ბევრი ბრძოლა და ერთად გამარჯვება გველოდება“, – უთხრა ბონუჩიმ JTV-ის.