მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “იუვე” ჩემი სახლია”

ბონუჩი: “იუვე” ჩემი სახლია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი J TV-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.

32 წლის ფეხბურთელის განცხადებით, „იუვენტუსი“ მისი სახლია და დაბრუნდა იმიტომ, რომ აქ თავს ყველაზე კარგად გრძნობს.

„იუვე“ ჩემი სახლია. „მილანში“ გატარებული ერთი წლის შემდეგ დავბრუნდი, რადგან აქ ვიცი, რომ სწორი ადგილია და თავს სახლში ვგრძნობ. ჩემი მიზანია დავეხმარო გუნდის ყველა მიზნების მიღწევაში. პერსონალურად რაც შემეხება, მინდა დავუბრუნდე ორი წლის წინანდელ სიმაღლეს, რადგან უკანასკნელ ორ წელიწადში მეტი შემეძლო. მინდა ჩემს სტანდარტებს დავუბრუნდე.

სარის იდეებმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. „იუვე“ აუმჯობესებს იმ წერტილებს, სადაც ეს საჭირო იყო. ახლა ეს ყველაფერი მოედანზე უნდა დავამტკიცოთ, რომელიც მთავარი მოსამარტლეა. უნდა მივყვეთ მწვრთნელის იდეებს. სეზონი კონკურენტუნარიანი იქნება, რადგან „ინტერმა“ ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მიიღო, ხოლო „ნაპოლი“ აგრძელებს განვითარებას. ევროპაში კი ვიცით, რომ საუკეთესო გუნდები ყოველთვის უმჯობესდებიან და მოგვიწევს ბრძოლა.

მატეის დე ლიხტი ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდაა. ეს ნაბიჯი სჭირდებოდა განვითარებითვის და ჩვენ მას თბილად მივესმალებით. დემირალთან და რუგანისთან ერთად გვყავს მნიშვნელოვანი ახალგაზრდები, რომლებიც ყველა მიზანს მიაღწევენ. ბუფონი? დიდი დაბრუნებაა, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. გასახდელში მისი ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან ყველას დაეხმარება აუხსნას, რას ნიშნავს „იუვენტუსი“. ის არის მაგალითი, როდესაც ეს მაისური აცვია“, – თქვა ბონუჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *