მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე დიდი შანსი 2016 წელს გვქონდა”

ბონუჩი: “ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე დიდი შანსი 2016 წელს გვქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე დიდი შანსი გუნდს 2016 წელს ჰქონდა, როდესაც ასპარეზობას მერვედფინალში მიუნხენის „ბაიერთან“ დამატებით დროში გამოეთიშა.

„ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იდეალური წელია? ვფიქრობ, რომ უფრო მეტად იდეალური 2016 წელი იყო, როდესაც „ბაიერნთან“ წავაგეთ. თავს დაუმარცხებლად ვთვლიდით, სერია A-ში საოცარი სერია გვქონდა, „ბაიერნთან“ სახლში ორბურთიანი ჩამორჩენა გავაბათილეთ, სტუმრად ორი ბურთით ვიგებდით…

თუმცა, წელსაც თავს კარგად ვგრძნობთ და პოზიტიური განწყობა გაქვს, გვინდა და შეგვიძლია, რომ ყველა ტურნირში ბოლომდე ვიბრძოლოთ“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ლიონისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …