მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი: “ორი მსგავსი გოლი გავუშვით, თუმცა შეიძლება გამოსწორება”

ბერნარდესკი: “ორი მსგავსი გოლი გავუშვით, თუმცა შეიძლება გამოსწორება”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ „ატლეტიკოსთან“ (0:2) მატჩის შემდეგ ისაუბრა:

„ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა, მაგრამ ისე არ მოხდა ყველაფერი, რისი იმედიც გვქოდა. თუმცა, საბედნიეროდ საპასუხო მატჩი წინაა. დარწმუნებული ვარ მეორე მატჩს უკეთ ჩავატარებთ და დღევანდელ შეცდომებს არ გავიმეორებთ. ორი მსგავსი გოლი გავუშვით, იყო ამ შემთხვევაში გარკვეული უყურადღებობა და ისინი გადმოვარდნილ ბურთებზე ძალიან კარგად თამაშობდნენ.

2:0 „ატლეტიკოსთვის“ მნიშვნელოვანი შედეგია, მაგრამ სახლში შეგვიძლია სიტუაციის შეცვლა. 90 წუთი გვაქვს ჩემპიონთა ლიგაზე დასარჩენად“, – თქვა ბერნარდესკიმ.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 12 მარტს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …