მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი: “იუვეში” ძალიან დიდი კონკურენციაა და ეს ნორმალურია”

ბერნარდესკი: “იუვეში” ძალიან დიდი კონკურენციაა და ეს ნორმალურია”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ Raisport-თან კლუბში არსებულ კონკურენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაურიციო სარისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

ფედერიკო მიიჩნევს, რომ სეზონი გრძელია, შანსს აუცილებლად მიიღებს და ამიტომ ბევრს მუშაობს, რომ მზადყოფნაში იყოს.

„ყოველთვის ვმუშაობ იმისთვის, რომ მზად ვიყო. ვიცი, რომ „იუვენტუსი“ ევროპის ტოპ სამ გუნდში შედის და შესაბამისად, კონკურენცია დიდია. არიან ჩემპიონები, არიან ძლიერი ფეხბურთელები, ამიტომ მწვრთნელი იმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას ვინ უკეთეს ფორმაშია. ეს ნორმალურია. დიდ გუნდებში ყოველთვის ასე ხდება და ბევრი ძლიერი მოთამაშე რჩება სათადარიგო სკამზე.

სარისთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და შესაბამისად, ჩემი შანსის დრო აუცილებლად მოვა. როდესაც მწვრთნელი შემადგენლობას არჩევს, ითვალისწინებს გარკვეულ ასპექტებსაც, მაგალითად მეტოქიდან გამომდინარე. სეზონი კი გრძელია. მომეცემა შანსი და მზად ვიქნები, როგორც ყოველთვის აქამდე. ყველა ფეხბურთელს აქვს ამბიცია, რომ 60 თამაში ჩაატაროს, მათ შორის მეც ვარ, მაგრამ დიდი კონკურენციაა.

ემრე ჯანი და მანჯუკიჩი? მწვრთნელი ძალიან მკაფიო იყო და პრესკონფერენციაზეც თქვა, რომ რამდენიმე ფეხბურთელს განაცხადს მიღმა დარჩენა მოუწევდა. ჩვენთან ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც ნებისმიერ გუნდში ითამაშებდნენ. როდესაც გვინდა ერთ მიზანს მივაღწიოთ, ყველა ერთი მიმართულებით უნდა წავიდეთ“, – თქვა ბერნარდესკიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …