მთავარი / სიახლეები / ბენატია: “მანჯუკიჩს “იუვეს” ქომაგების სითბო და ტაში ენატრება”

ბენატია: “მანჯუკიჩს “იუვეს” ქომაგების სითბო და ტაში ენატრება”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მეჰდი ბენატიამ განაცხადა, რომ მარიო მანჯუკიჩს „იუვენტუსი“ და მისი გულშემატკივრები ძალიან მოენატრა.

„მანჯუკიჩს მოსწონს ყატარი, მაგრამ ენატრება „იუვენტუსის“ გულშემატკივრების სითბო და ტაში, როდესაც მთელი სტადიონი მის სახელს ყვიროდა. ტურინში ყოფნა ძალიან უყვარდა, მე და ის ამაზე ხშირად ვსაუბრობთ“, – განაცხადა ბენატიამ.

შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩმა „იუვენტუსი“ მიმდინარე წლის დასაწყისში დატოვა, რადგან მაურიციო სარის სათამაშო გეგმაში ვერ ჯდებოდა. ახლა, მარიო და ბენატია თანაგუნდელები „ალ დუჰაილში“ არიან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …