ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა გუნდი დატოვოს. Corriere Dello Sport-ი წერს, რომ პორტუგალიელს მადრიდის „რეალი“ ენატრება და იქ დაბრუნება უნდა.
იტალიური მედია ამას არ გამორიცხავს და უმთავრეს მიზეზად ეკონომიკური კრიზისის ფონზე კრიშტიანუს ძალიან მაღალ ხელფასს ასახელებს.
თუმცა იქვე წერს, რომ რონალდუს პირველ მიზნად „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგისა და ოქროს ბურთის მოგება რჩება.
ვნახოთ, ეს მხოლოდ საუბრებია, რომელიც ბოლო დროს მოხშირდა. თუმცა, რა მოხდება რეალურად, ამას სატრანსფერო პერიოდში გავიგებთ, რომელიც როდის გაიხსნება კორონავირუსის გამო უცნობია.