ანდრეა ბარძალიმ „იუვენტუსის“ სამწვრთნელო შტაბი დატოვა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ანდრეამ გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო და მიზეზი უცნობია. შედეგად, ბარძალი მაურიციო სარის ასისტენტის პოსტზე აღარ იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა ბარძალი, რომელმაც კარიერა გასულ წელს გაასრულა, „იუვენტუსის“ სამწვრთნელო შტაბში იანვრიდან მუშაობდა.