„იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ სტეფანო ტაკონიმ ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯიჯიმ ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს.
„ჯიჯის გამო ბედნიერი ვარ, ისევ ძლიერია. რატომ უნდა დაასრულოს კარიერა? ჩემგან განსხვავებით ყველაზე მნიშვნელოვანი თასი აქვს მოსაგები, რომელიც აკლია და ყველაზე მეტად იმსახურებს“, – თქვა ტაკონიმ.
შეგახსენებთ, რომ სტეფანო ტაკონი „იუვენტუსის“ კარს 1983-1992 წლებში იცავდა და 1985 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო.