მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 165)

Sofo Erkvania

“იუვე” ბერნარდესკისთან კონტრაქტის განახლებას მოლაპარაკებებს დაიწყებს

დეკემბერში ტურინის „იუვენტუსის“ საუკეთესო და ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელი ფედერიკო ბერნარდესკი იყო. ჯერჯერობით, იტალიელი შემტევის მომავალი მაინც გაურკვეველია, რადგან კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება. Tuttosport-ის ინფორმაციით, ახალი წლის შემდეგ მხარეები მოლაპარაკებებს დაიწყებენ, რადგან კონტრაქტის განახლების სურვილი ორივე მხარეს აქვს. ბერნარდესკის „იუვეში“ დარჩენა სურს, ხოლო „იუვენტუსის“ სამწვრთნელო შტაბი მიმდინარე სეზონში ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია. …

სრულად წაკითხვა »

სეზონის საწყის სამ ტურში დაკარგული ქულების მძიმე ფასი და გადამწყვეტი იანვარი

ტურინის „იუვენტუსმა“ 2021 წელს დაასრულა და სერია A-ში პირველი წრის მერე მეხუთე ადგილზეა. ბოლო ტურებში „იუვემ“ კონკურენტებთან ჩამორჩენა შეამცირა. ბოლო რვა ტურში „იუვენტუსმა“ „ინტერთან“ და „ატალანტასთან“ ერთად ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა (19) და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევს. ეს საკმაოდ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელის ფონზე, მათ შორის, პაულო …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ფინანსური პრობლემები: რონალდუდან იგუაინამდე

La Gazzetta dello Sport-მა ტურინის “იუვენტუსის” ფინანსური ტრანზაქციების მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი ცალკე გამოყო. წყაროს ინფორმაციით “ბებერ ქალბატონს” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სამი წლის განმავლობაში 277 მილიონი ევრო დაუჯდა. რონალდუს შემდეგ, მეორე ადგილზე არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი გავიდა, რომელიც კლუბს 122 მილიონი ევრო დაუჯდა. სამეულს კი დუგლას კოსტა ხურავს – …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “კალიარი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ 2021 წლის ბოლო შეხვედრა საკუთარ მოედანზე „კალიარისთან“ გამართა და 2:0 მოიგო. გოლები მოიზე კინმა და ფედერიკო ბერნარდესკიმ გაიტანეს. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomcercato-ს ვერსიით: შჩესნი 6.5 – ჟოაო პედროს დარტყმაზე სუპერსეივი შეასრულა და გუნდი გადაარჩინა. კუადრადო 6.5 – ის ყვითელი ბარათის რისკის ქვეშ იყო, მაგრამ ალეგრი გამოცდილებას დაეყრდნო. მან …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “ასე თამაში კარგი არ არის”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ „კალიარისთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პოლონელი ფეხბურთელის განცხადებით, „იუვემ“ ბევრად უკეთ უნდა ითამაშოს, რადგან ეს ხარისხი გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი არ არის. „ვიმუშავეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, დაცვის ფაზაში და კიდევ უფრო შეტევაში, რადგან ხანდახან ზედმეტად უკნიდან ვთამაშობთ, როცა 1:0-ს …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი: “იუვეს” ისტორია გვასწავლის, რომ დიდი მიზნები თავგანწირვით მიიღწევა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ სერია A-ში გოლი 513-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. იტალიელმა ნახევარმცველმა „კალიარისთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. „გოლი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მაკლდა და ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე, ამ მომენტით ვისიამოვნე. შედეგით კმაყოფილი ვარ, გუნდითაც, წლის ასე დასრულება კარგია. ყველა თამაში წინა მატჩისგან განსხვავდება, თუ უფრო მეტის …

სრულად წაკითხვა »

არივაბენე დიბალასა და დე ლიხტზე: “ზოგიერთს აგენტი უფრო აინტერესებს, ვიდრე კლუბი”

ტურინის „იუვენტუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ პაულო დიბალა და მატიას დე ლიხტი ირიბად გააკრიტიკა. მან იტალიურ მედიასთან მათზე დასმულ შეკითხვაზე თქვა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი აგენტზე უფრო მეტადაა მიჯაჭვული, ვიდრე კლუბზე და უფრო მეტად აგენტი აინტერესებენ. „კლუბის ფინანსური მდგრადობის თაობაზე ვმუშაობთ. ფეხბურთი ისეთი ინდუსტრიაა, როგორც სხვა სფეროები. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “კმაყოფილი ვიქნები, თებერვალში ოთხეულთან ამაზე დიდი ჩამორჩენა თუ არ გვექნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კალიარისთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, იანვარი „იუვესთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი თვეა, რადგან რამდენიმე უშუალო კონკურენტს ეთამაშება. „კაპელოს რეკორდის გამეორება? დიდი სიამოვნებაა, იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრ თამაშს მოვიგებ. ფეხბურთელებზეა დამოკიდებული დამასაჩუქრებენ თუ არა, ამით. კინმა გოლი მაშინ გაიტანა, როცა მარცხენა …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” წელი გამარჯვებით დაასრულა და “ატალანტასთან” ჩამორჩენა შეამცირა

ტურინის „იუვენტუსმა“ 2021 წელი გამარჯვებით დაასრულა და წლის ბოლო შეხვედრაში „კალიარის“ 2:0 მოუგო. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ისევ რამდენიმე ლიდერის გარეშე ითამაშა, მაგრამ შეზღუდული რესურსის მიუხედავად სარდინიულ გუნდს სძლია. ეს ადვილად არ გაუკეთებია, მაგრამ მთავარი შედეგი იყო. მე-40 წუთზე ფედერიკო ბერნარდესკის პასით მოიზე კინმა გაიტანა და ანგარიში გახსნა. კინი მიმდინარე სეზონში …

სრულად წაკითხვა »

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “კალიარისთან” მატჩის წინ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ 2021 წლის ბოლო მატჩის წინ, რომელმაც მისი გუნდი შინ „კალიარისთან“ გამართავს, პრესკონფერენცია გამართა. „წლის ბოლო თამაში დელიკატურია, რადგან წინ შვებულებაა და ყველა ფიქრობს საჩუქრებზე, მაგრამ ახლა მნიშვნელობა მხოლოდ „კალიარისთან“ მატჩს აქვს. ეს არის გუნდი, რომელიც არ იმსახურებს იმ ადგილზე ყოფნას, სადაც ახლაა. „კალიარის“ თავდამსხმელები, …

სრულად წაკითხვა »