მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 170)

Sofo Erkvania

ბერნარდესკის აგენტი რაიოლა აღარაა, ახალი აგენტის მიზანი “იუვესთან” მოლაპარაკებაა

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ საფეხბურთო აგენტი შეიცვალა. ინფორმაცია თავად ახალმა აგენტმა დაადასტურა. ფეხბურთელმა მინო რაიოლასთან სამუშაო ურთიერთობა დაასრულა და კონტრაქტი ფედერიკო პასტორელოსთან გააფორმა. “მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ფედერიკო ბერნარდესკიმ კონტრაქტი გააფორმა P&P Sport Management-თან! ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ კარგ სიახლეს მოთმინება სჭირდება. კეთილი იყოს …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩს “იუვეში” გადასვლა სურს და პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა

ფლორენციის „ფიორენტინას“ ფეხბურთელი დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის ტვიტერში იტყობინება, 21 წლის სერბმა ტურინულ კლუბთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია. „იუვემ“ ვლაჰოვიჩს ხუთწლიანი კონტრაქტი და სეზონში 6 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც ფეხბურთელი თანახმაა. ვლაჰოვიჩი „ფიორენტინასთან“ კონტრაქტის განახლებას, რომელიც 2023 წლის …

სრულად წაკითხვა »

რაიოლა: “პოგბა “იუვეში”? ოცნება უფასოა”

მინო რაიოლამ პოლ პოგბას „იუვენტუსში“ შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. რაიოლამ თქვა, რომ ოცნება უფასოა და დროის გასვლას უნდა დაველოდოთ. „პოგბა „იუვენტუსში“ კონკრეტული ოცნებაა? ოცნება უფასოა. შემდეგ ვნახოთ, ახდება თუ არა ოცნებები, ჯერ ადრეა. დეკემბერი შესაფერისი თვეა ამისთვის, საშობაოდ ოცნებებისთვის. დე ლიხტი? ახლა ნოემბერია, ამაზე საუბრის დრო არ არის, მაისში ვისაუბრებთ …

სრულად წაკითხვა »

იტალიის ნაკრების სავარაუდო მეტოქეები პლეი-ოფში ცნობილია

იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძლებს. უეფას ზონიდან მასში მონაწილეობას 12 ნაკრები მიიღებს და მუნდიალის საგზური მხოლოდ სამს ერგება. 12 გუნდი სამ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. თითოეულ ჯგუფში ორი ნახევარფინალური წყვილი შეიქმნება, გამარჯვებულები კი ფინალში გავლენ და ფინალის მომგები გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე (სამი ჯგუფი, სამი ფინალის გამარჯვებული). 12 ნაკრებიდან …

სრულად წაკითხვა »

მანჩინიმ დაასახელა ნაკრები, რომელთანაც პლეი-ოფში თამაში არ სურს

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში პორტუგალიის წინააღმდეგ თამაში არ სურს. ევროპის მოქმედი ჩემპიონის თავკაცი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ მის გუნდს დამდეგი წლის მარტში მუნდიალზე გასვლა შეუძლია. „ჩვენ გვეგონა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე კვალიფიცირებული ვიყავით, მაგრამ უნდა შევეგუოთ მოედანზე დაფიქსირებულ შედეგს, თუნდაც ის უარყოფითი …

სრულად წაკითხვა »

“ლაციოსთან” დიბალას თამაში საეჭვოა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებთა შეხვედრაში ვერ ითამაშებს. 28 წლის ფეხბურთელს ბარძაყის დაზიანება აწუხებს და ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ტრავმა. იტალიური მედიის ცნობით, „ლაციოსთან“ მისი თამაში საეჭვოა და დიდი შანსია, რომ მოედანზე ვერ გავა. შეგახსენებთ, რომ დიბალამ დაზიანება არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებთა დაპირისპირებაში მიიღო.

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი “ლაციოსთან”, “ჩელსისთან” და “ატალანტასთან” ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი იტალიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრაში დაშავდა. იტალიური მედიის ცნობით, მას კუნთების მსუბუქი ხარისხის დაზიანება აღენიშნება, მაგრამ მომდევნო სამი მატჩი „ლაციოსთან“, „ჩელსისთან“ და „ატანლანტასთან“ გაუცდება. მასიმილიანო ალეგრი იმედოვნებს, რომ ფედერიკო ნოემბრის ბოლოსთვის მზად იქნება და გუნდს საშობაო პაუზამდე არსებულ მჭიდრო გრაფიკში დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ უახლოეს …

სრულად წაკითხვა »

პაულო დიბალა არგენტინის ნაკრებში დაშავდა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა სანაკრებო პაუზის დროს დაშავდა. დიბალამ არგენტინის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში 2 წლის შემდეგ პირველად ითამაშა, მაგრამ ურუგვაისთან შეხვედრის მეორე ტაიმში მოედანზე არ გამოჩენილა. იტალიური მედიის ცნობით, მას კუნთის პრობლემა შეექმნა. ჯერჯერობით უცნობია დაზიანების სიმძიმე და დიბალას გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს. „იუვენტუსს“ ზუსტად ერთ კვირაში საკმაოდ რთული და …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “შეურაცხყოფა შეიძლება, სიძულვილი არა, ზოგჯერ საწოლიდან ადგომის სურვილიც არ მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ განაცხადა, რომ გულშემატკივრების მხრიდან სტვენა და შეურაცხყოფა მისაღებია, მაგრამ სიძულვილი არა. მორატამ აღნიშნა, რომ იმდენად რთული მომენტები გამოიარა, როცა საწოლიდან ადგომის სურვილიც არ ჰქონდა. „ყველანი ზეწოლის ქვეშ ვართ, მე შეიძლება უფრო მეტადაც, იმიტომ, რომ იჯარით ვთამაშობ. მაგრამ, როდესაც შენი ბედის პატრონი თავად ხარ, ერთადერთი რისი …

სრულად წაკითხვა »

პოგბას “იუვეში” დაბრუნება უნდა და რაიოლას ამის შესახებ აცნობა

„მანჩესტერ იუნაიტედში“ პოლ პოგბას თავგადასავალი დასასრულს უახლოვდება. როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, ფრანგი ფეხბურთელი კლუბის დატოვებას ეშურება და კონტრაქტს, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება არ განაახლებს. პოგბა ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და ნებისმიერ კლუბში უფასოდ გადასვლა შეეძლება. წყაროს თანახმად, ფეხბურთელს ყველაზე მეტად თავის ყოფილ კლუბში „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს და ამის შესახებ …

სრულად წაკითხვა »