მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 163)

Sofo Erkvania

“იუვენტუსს” ბონუჩი გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსს“ ლეონარდო ბონუჩი გამოაკლდა, რომელსაც ბარძაყის დაზიანება აღენიშნება. ტრავმა სერიოზული არ არის და მასზე მონიტორინგი დღითიდღე უნდა განხორციელდეს. ბონუჩის თამაში 6 იანვარს, „ნაპოლის“ წინააღმდეგ საეჭვოა. აღსანიშნავია, რომ გუნდს მანამდე ჯორჯო კიელინი გამოაკლდა, რომელსაც კორონავირუსი აქვს, შესაბამისად ნეაპოლელთა წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში მატიას დე ლიხტს დანიელე რუგანი შეუწყვილდება. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ …

სრულად წაკითხვა »

მორატა “ბარსელონას” უახლოვდება, იკარდი – “იუვენტუსს”

ალვარო მორატა “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ტურინის „იუვენტუსს“ ესპანელი ფორვარდის გუნდიდან გაშვება არ სურს, მითუმეტეს იქამდე, სანამ მის შემცვლელს საბოლოოდ არ იპოვის. თუმცა, ამავდროულად, ტურინელები ზაფხულში არ აპირებენ მის გამოსასყიდად მადრიდის „ატლეტიკოს“ 35 მილიონი ევრო გადაუხადონ. ესპანელ ფეხბურთელს კი „ბარსელონასთან“ შეთანხმება მიღწეული აქვს და ესპანეთში დაბრუნება უნდა. Sport-ი წერს, რომ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “ვამაყობ “იუვენტუსში” მოგებული ტიტულებით”

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და 2021 წელი შეაჯამა. ტექსტში მან თავისი ყოფილი გუნდი, „იუვენტუსიც“ ახსენა და დაწერა, რომ ამაყობს „იუვეში“ მოგებული ტიტულებით. „იუვენტუსთან“ ერთად მოგებული იტალიის თასით, იტალიის სუპერთასით ვამაყობ, ისევე, როგორც სერია A-ს ბომბარდირის ტიტულით“, – წერს კრიშტიანუ. შეგახსენებთ, რომ რონალდუმ 2021 წლის პირველი …

სრულად წაკითხვა »

ჯორჯო კიელინის კორონავირუსი დაუდასტურდა

ტურინის “იუვენტუსს” ჯორჯო კიელინი გამოაკლდა. იტალიელ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯორჯო თვითიზოლაციაშია და გამოჯანმრთელებამდე გუნდს ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ მანამდე კორონავირუსი კარლო პინსოლიოსა და არტურს დაუდასტურდათ. “იუვენტუსი” უახლოეს მატჩს 6 იანვარს, საკუთარ მოედანზე “ნაპოლისთან” ჩაატარებს.

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “რონალდუს ბრალი არაფერია, უბრალოდ “იუვეს” სხვა ფეხბურთელები მზად არ იყვნენ”

„პარმას“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა რამდენიმე დღის წინანდელ ინტერვიუში თქვა, რომ „იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუს მისვლით საკუთარი დნმ დაკარგა. ამჯერად კი, ჯიჯიმ ეს კომენტარი განმარტა და აღნიშნა, თუ რას გულისხმობდა დნმ-ს დაკარგვაში. „ეს იმიტომ ვთქვი, რომ ასე ვფიქრობ: ეს აშკარად არ არის კრიშტიანუს ბრალი, რადგან როცა ამ კალიბრის მოთამაშესთან გიწევს თამაში, იცი, …

სრულად წაკითხვა »

როგორი იყო 2021 წელი “იუვესთვის” – ცვლილებები და არასტაბილურობა

2021 წელი წარსულს ჩაბარდა, რომელმაც „იუვენტუსს“ ორი ტიტული, ცვლილებები და ბევრი კითვის ნიშანი დაუტოვა. ტურინული გრანდისთვის 2021 წელი პირველი გამოდგა ბოლო 10 წელიწადში, როდესაც გუნდის მუზეუმი სკუდეტოს თასით არ შეივსო. „იუვემ“ ვერ მოახერხა ზედიზედ მეათე ჩემპიონობა და იტალიის საუკეთესო კლუბის წოდება მილანის „ინტერმა“ მოიპოვა. თუმცა, მუზეუმს ორი თასი მაინც შეემატა: …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს, არტურსა და კარლო პინსოლიოს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ იტალიური გრანდის ვებგვერდი იტყობინება. ორივე ფეხბურთელი თვითიზოლაციაში და გუნდს გამოაკლდნენ. გარდა ამისა, კორონავირუსია გავრცელებული 23-წლამდე გუნდში, მათ შორის ინფიცირებულია მატიას სულე, რომელიც ბოლო დროს მთავარ გუნდში თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ უახლოეს მატჩს 6 იანვარს, საკუთარ მოედანზე „ნაპოლისთან“ გამართავს.

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი: “2021 წელი ჩემთვის გიჟური იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ 2021 წელი მისთვის წარმატებული და გიჟური იყო. „ბრწყინვალე 2021 წელი მქონდა, წუწუნი არ შემიძლია. „იუვეში“ 2 ტიტული მოვიგე, იტალიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონი გავხდი, ჩემი შვილი დაიბადა, სახლი ვიყიდე და დავქორწინდი. მადლიერი ვარ რთული მომენტებისაც, რადგან გიჟური წელი მქონდა, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” და “ინტერი” თანახმა არიან იტალიის სუპერთასის მატჩი გადაიდოს

იტალიის სუპერთასის მატჩი შესაძლოა გადაიდოს. “იუვენტუსიც” და “ინტერიც” თანახმა არიან, რომ მატჩის ჩატარების თარიღი შეიცვალოს, ახლა გადაწყვეტილება Lega-მ უნდა მიიღოს. კორონავირუსის გაუარესებული მდგომარეობის გამო კლუბების სურვილია, რომ თამაში 12 იანვარს, როგორც ამ დროისთვისაა დაგეგმილი, არ გაიმართოს და მხოლოდ მაშინ ჩატარდეს, როცა სიტუაცია გაუმჯობესდება. სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს. შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერთასის …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” რემზის მოედანზე გატარებული ყოველი წუთი უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე რონალდუს უჯდებოდა

ცნობილი გახდა, რა ღირს ნახევარმცველ აარონ რემზის სათამაშო დრო ტურინის „იუვენტუსში“. Football-Italia-მ გათვლები წარმოადგინა იტალიურ გაზეთ Tuttosport-ზე დაყრდნობით. რემზი „იუვენტუსში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით „არსენალიდან“ 2019 წელს გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე 70 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ამ სეზონში მოედანზე მხოლოდ ხუთჯერ გავიდა. ფეხბურთელმა ტრავმების გამო მიმდინარე სეზონში 13 თამაში …

სრულად წაკითხვა »