მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 161)

Sofo Erkvania

“იუვეს” განაცხადი “რომასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 21-ე ტურში სტუმრად „რომას“ დაუპირისპირდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ამ მატჩისთვის ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პერინი, სენკო მცველები: დე შილიო, კიელინი, დე ლიხტი, კუადრადო, პელეგრინი, რუგანი ნახევარმცველები: არტური, მაკკენი, ბერნარდესკი, კიეზა, რაბიო, ლოკატელი, ბენტანკური, კულუშევსკი თავდამსხმელები: მორატა, დიბალა, კინი, კაიო ჟორჟე, აკე შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „იუვენტუსის“ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “სკუდეტოსთვის რომ ვიბრძოლოთ, მუშაობა და დროა საჭირო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, „იუვეს“ კონკურენტუნარიანობისთვის და სკუდეტოსთვის საბრძოლველად დრო სჭირდება. ამისთვის კი მუშაობა და მოთმინებაა საჭირო. „აქ რომ მოვედი, ვიცოდი, რომ ეს იყო წელი, როდესაც გუნდი უნდა შევცვალოთ და ვიმუშაოთ, რომ დავბრუნდეთ ერთი ან ორი წლის განმავლობაში, რათა …

სრულად წაკითხვა »

მასიმილიანო ალეგრი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. შედეგად, ალეგრი „იუვეს“ „რომასთან“ მატჩში ვერ უხელმძღვანელებს და გუნდს მის ნაცვლად ასისტენტი მარკო ლანდუჩი გაუძღვება. ალეგრის დასჯის მიზეზი „ნაპოლისთან“ შეხვედრის ბოლოს მსაჯის მიმართ გადაჭარბებული პროტესტი გახდა, რის გამოც მაქსს დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „იუვენტუსის“ …

სრულად წაკითხვა »

ხედირა: “იუვეს” ბალანსი აკლია და გუნდს ლიდერი არ ჰყავს”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა სამი ხედირამ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „იუვეს“ მთავარი პრობლემა ხასიათის სიმტკიცე და ნაკლებშედეგიანობაა. „მე „იუვეს“ ტიფოზი ვარ და ცოტა მოწყენილი ვარ. 2-3 წლის წინ „იუვემ“ ცოტა შეცვალა ფეხბურთის თამაშის იდეა და მათ შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ახლა ცდილობენ გამოასწორონ. „იუვენტუსი“ ცუდად არ თამაშობს, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ნაპოლის” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოცე ტურში „ნაპოლისთან“ ფედერიკო კიეზას გოლის წყალობით ქულა მოიპოვა (1:1). გთავაზობთ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას, რომელიც ამ მატჩის შედეგად დაფიქსირდა. X – „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი ფრედ 2017 წლის აპრილის შემდეგ პირველად დასრულდა. ასევე, ეს იყო პირველი ფრე ამ გუნდებს შორის ტურინში 2011 წლის მაისის შემდეგ. …

სრულად წაკითხვა »

კიელინიმ კორონავირუსი დაამარცხა

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი ჯორჯო კიელინი კორონავირუსისგან განიკურნა. შესაბამისად, ფეხბურთელს გუნდს დაუბრუნდა და მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაშია. კიელინი “რომასთან” მატჩისთვის მზადებას დაიწყებს, მაგრამ მოხვდება თუ არა ძირითად შემადგენლობაში, ცხადია, ეს მასიმილიანო ალეგრიზე იქნება დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ ჯორჯოს კორონავირუსი მიმდინარე წლის დასაწყისში დაუდასტურდა და გამოჯანმრთელება მალევე მოახერხა.

სრულად წაკითხვა »

პაველ ნედვედს კორონავირუსი აქვს, მაგრამ გუნდთან კონტაქტი არ ჰქონია

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტ პაველ ნედვედს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩეხი თვითიზოლაციაში იმყოფება. თუმცა, „იუვესთვის“ კარგი ამბავი ისაა, რომ გუნდთან კონტაქტი მას არ ჰქონია. ამრიგად, ფეხბურთელების დაინფიცირების რისკი მისი მხრიდან არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეორე წრე „ნაპოლისთან“ ფრით (1:1) დაიწყო, მომდევნო ტურში კი 9 იანვარს, სტუმრად „რომას“ შეხვდება.

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ცოტა გოლს ვიტანთ, ეს პრობლემაა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ შეტევაში თამაში გასაუმჯობესელია. „ხელიდან გაშვებული შანსი? არა, ეს იყო პირდაპირ კონკურენტთან მატჩი, მათ თითქმის ყველა ძირითადი შემადგენლობის წევრი ჰყავდათ, ოთხი ფეხბურთელი აკლდათ და ჩვენ პირველ წრეში მათ წინააღმდეგ 6 …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “გულდაწყვეტილები ვართ, რადგან მოგება გვინდოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ნაპოლისთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ შედეგით უკმაყოფილოა. როგორც იტალიელმა ნახევარმცველმა აღნიშნა, იანვარი „იუვესთვის“ გადამწყვეტი თვე იქნება. „მცირე სინანული არსებობს, რადგან მოგება გვინდოდა. ინტენსივობის თვალსაზრისით კარგი მატჩი იყო. ისე ვითამაშეთ, როგორც მწვრთნელმა გვთხოვა, მაგრამ ამის გაკეთება 90 წუთის განმავლობაში უნდა შეგვეძლოს, რომ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ნაპოლი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს XX ტურში „ნაპოლისთან“ ფედერიკო კიეზას გოლით ქულა მოიპოვა (1:1). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – გოლის დროს არ გაუმართლა, ის ბურთს ისე შეეხო, რომ დე ლიხტს, რომელიც კარის ხაზიდან მის გამოსატანად მზად იყო, ხელი შეუშალა. შემდეგ თავისი საქმე კარგად გააკეთა. კუადრადო 6 – ინსინიე …

სრულად წაკითხვა »