მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 162)

Sofo Erkvania

“იუვენტუსი” კიეზამ გადაარჩინა

ტურინის „იუვენტუსმა“ 2022 წელი წარუმატებლად დაიწყო. მასიმილიანო ალეგრის გუნდს შესანიშნავი შანსი ჰქონდა „ნაპოლისთან“ ჩამორჩენა ორ ქულამდე შეემცირებინა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში თავიდან ბოლომდე ჩართულიყო, მითუმეტეს, რომ მეტოქეს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა. თუმცა, ალეგრის გუნდმა ვერ მოიგო და უფრო წაგებასთან იყო ახლოს, ვიდრე მოგებასთან. შეხვედრა მთლიანობაში თანაბარი გამოდგა და ორივე …

სრულად წაკითხვა »

“ნაპოლი” “იუვენტუსს” შესუსტებული შემადგენლობით ეწვია

„ნაპოლი“ ტურინში ჩავიდა და მატჩი, რომელსაც გადადება ემუქრებოდა, გაიმართება. საქმე ისაა, რომ ნეაპოლელთა რიგებში კორონავირუსია გავრცელებული, მაგრამ ნეაპოლის ჯანდაცვის უწყებამ გუნდს ტურინში გამგზავრების უფლება მისცა. ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში იმავე უწყებამ „ნაპოლი“ ტურინში სათამაშოდ არ გაუშვა, მაშინ თავიდან „იუვეს“ ტექნიკური მოგება ჩაეთვალა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და თამაში გადაიდო, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” არტური დაუბრუნდა

ტურინის „იუვენტუსს“ არტური დაუბრუნდა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა და გუნდს შეუერთდება. ბრაზილიელ ფეხბურთელს ვირუსი 31 დეკემბერს დაუდასტურდა, მაგრამ დღეს ჩატარებულმა ტესტირებამ უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამრიგად, არტური „ნაპოლისთან“ 6 იანვარს გასამართ მატჩში მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში იქნება.

სრულად წაკითხვა »

მასიმილიანო ალეგრი: “მორატა რჩება, რემზი მიდის”

ტურინის „იუვენტუსი“ 2022 წლის პირველ შეხვედრას სერია A-ს მეოცე ტურში „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩის წინ მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. „გუნდმა კარგად იმუშავა, ბონუჩი ხვალ და კვირას ნამდვილად ვერ ითამაშებს, სუპერთასზე კი ვნახოთ. დანილო ხელმისაწვდომი მომდებო კვირაში იქნება, პელეგრინი და კაიო ჟორჟე გაციებულები იყვნენ და ინდივიდუალურად ემზადებოდნენ. …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” თავდამსხმელს ეძებს: იკარდი ფავორიტად რჩება, მაგრამ ყურადღებას მილიკი იქცევს

ალვარო მორატას „ბარსელონაში“ გადასვლა სურს და „იუვენტუსმა“ მისი შემცვლელი უნდა იპოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ესპანელ ფეხბურთელს ვერ შეელევა. Tuttosport-მა თავდამსხმელთან შექმნილი სიტუაციის შესახებ სტატია დაწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ მაურო იკარდი ფავორიტად რჩება, მაგრამ ყურადღებას იქცევს არკადიუშ მილიკის კანდიდატურა. იკარდი მთავარი სამიზნეა, მაგრამ ტრანსფერის ფორმულა პრობლემას წარმოადგენს. ტურინელებს მისი იჯარით აყვანა სურთ, …

სრულად წაკითხვა »

პიანიჩის ინტერვიუ დე ლიხტზე, ალეგრიზე, “იუვეზე” და სხვა თემებზე…

სტამბოლის „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელმა მირალემ პიანიჩმა Tuttosport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. ბოსნიელი ნახევარმცველის განცხადებით, მას „იუვე“ ძალიან უყვარს და კლუბს ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს. – როგორ მიდის თქვენი თავგადასავალი „ბეშიქთაშში“? – პირველ რიგში მშვენიერი გამოცდილებაა, თუნდაც ცხოვრებისეულად. სტამბოლი ფანტასტიკური ქალაქია, კარგი ჩემპიონატია, კარგი ტემპით და ვნებიანი გარემოთი. იტალიასთან შედარებით …

სრულად წაკითხვა »

ალეგრის სუარესის დამატება სურდა, მაგრამ “იუვეს” ხელმძღვანელობამ უარი უთხრა

მასიმილიანო ალეგრის ალვარო მორატას შემცვლელად ისეთი ფეხბურთელი სურს, რომელიც გუნდისთვის, როგორც ფიზიკურიად, ისე მენტალურად მზად იქნება და თანაც, სათანადო გამოცდილება გააჩნია. Corriere Dello Sport-ის ცნობით, ალეგრის სიაში ფავორიტი მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ლუის სუარესი იყო, რომელიც ესპანურ კლუბში ბედნიერი აღარ არის და დიეგო სიმეონესთანაც კონფლიქტი აქვს. ტრანსფერის ალბათობა არსებობდა, მაგრამ კლუბის …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მორატას “ბარსელონაში” არ გაუშვებს, თუ მანამდე მის შემცვლელს არ დაიმატებს

ტურინის „იუვენტუსმა“ ალვარო მორატას „ბარსელონაში“ ტრანსფერი დაბლოკა იქამდე, სანამ მის შემცვლელს არ დაიმატებს. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები კატეგორიული წინააღმდეგნი არიან მორატას გაშვების, რადგან მანამდე სხვა ფორვარდი უნდა დაიმატონ. სხვა შემთხვევაში, ესპანელი მიმდინარე სეზონს „ალიანც სთედიუმზე“ დაასრულებს. შეგახსენებთ, რომ მორატას „ბარსელონაში“ დამატება ჩავის სურს და ფეხბურთელიც თანახმაა კარიერა სამშობლოში გააგრძელოს. ალვარო …

სრულად წაკითხვა »

“ნაპოლისთან”, “რომასთან” და “ინტერთან” “იუვე” ბონუჩის და კიელინის გარეშე ითამაშებს

ლეონარდო ბონუჩის ტრავმა საკმაოდ სერიოზული გამოდგა და უახლოესი მატჩები გაუცდება. იტალიური მედიის ცნობით, ლეო მოედანზე „ნაპოლის“, „რომასა“ და „ინტერის“ (იტალიის სუპერთასზე) წინააღმდეგ ვერ გავა. ეს საკმაოდ სერიოზული დანაკლისია, რადგან ბონუჩის მნიშვნელობის გარდა, გუნდს ჯორჯო კიელინიც აკლია, რომელსაც კორონავირუსი აქვს და ზუსტად ამავე პერიოდი გაუცდება (შესაძლოა, კიელინი სუპერთასის მატჩის წინ გამოჯანმრთელდეს). …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” რიუდიგერისთვის ბრძოლაში ჩაერთო

ტურინის „იუვენტუსი“ ლონდონის „ჩელსის“ მცველის, ანტონიო რიუდიგერისთვის იბრძვის. ბრიტანული Sky Sports-ს ცნობით, ტურინელები ფეხბურთელის აგენტთან მუდმივ კონტაქტზე არიან. გერმანელ მცველს „ჩელსისთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და „იუვე“ ეცდება ის ხელში უფასოდ ჩაიგდოს. თუმცა, კონკურენცია მაღალია, რადგან ფეხბურთელით „იუვეს“ გარდა, „მანჩესტერი“, „ბაიერნი“, პსჟ და „რეალი“ ინტერესდებიან, ამასთან, „ჩელსიც“ ცდილობს მის დაყოლიებას, …

სრულად წაკითხვა »