მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 167)

Sofo Erkvania

“ბარსელონა” ბერნარდესკის გადაბირებას აპირებს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ შესაძლოა კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს. იტალიური და ესპანური მედია ადასტურებს, რომ ტურინში მისი აგენტი ფედერიკო პასტორელო „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორ მატეუ ალემანის შეხვდა. ბერნარდესკის კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და „ბარსას“ მისი გადაბირება ზაფხულში უფასოდ შეუძლია, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ტრანსფერი იანვარში შედგეს, რადგან ჩავის გუნდის გაძლიერება …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა მარსიალი დაიმატოს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ანტონი მარსიალი შესაძლოა ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდეს. ამის შესახებ Gazzetta dello Sport-ი იუწყება. 26 წლის მარსიალს ინგლისური გუნდის დატოვება სურს, რისი გამოყენებაც ტურინულ კლუბს შეუძლია, რომელსაც გუნდის შემტევი ხაზის გაძლიერება სურს. „იუვენტუსი“ ფრანგი თავდამსხმელის იანვარში იჯარით დამატებას განიხილავს. მარსიალი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2015 წლიდან თამაშობს და „მონაკოდან“ შეუერთდა. …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ქალთა გუნდმა ისტორია დაწერა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა

ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა ისტორია დაწერა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. ჯეი მონტერუმოს გუნდმა A ჯგუფში ასპარეზობა 11 ქულით დაასრულა და მეორე ადგილი დაიკავა, რაც პლეი-ოფის საგზურის ტოლფასია. ბოლო ტურში „იუვემ“ ჯგუფის აუტსაიდერ ჟენევის „სერვეტს“ ადვილად, 4:0 მოუგო. დუბლი შეასრულა კრისტიანა ჯირელიმ, თითო გოლი ლინა ჰურტიგისა და ანიეზე ბონფანტინის ანგარიშზეა. …

სრულად წაკითხვა »

დიბალა: “თოვლის ბაბუას ვთხოვდი, რომ “იუვეში” ჩემპიონთა ლიგა მოვიგო”

პაულო დიბალამ „იუვენტუსის“ პატარა გულშემატკივრებისთვის პრესკონფერენცია გამართა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ბავშვების შეკითხვებს უპასუხა და მოახლოებული შობის გამო დიალოგიც თოვლის ბაბუით დაიწყო. „რას ვთხოვდი თოვლის ბაბუას? სია ყოველთვის გრძელია. საფეხბურთო დონეზე თოვლის ბაბუას ვთხოვდი, რომ „იუვესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, ეს საუკეთესო საჩუქარი იქნება ყველასთვის. ასევე მინდა, არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის …

სრულად წაკითხვა »

დიბალას აგენტი ტურინში და კონტრაქტი უახლოეს ხანში გახანგრძლივდება

პაულო დიბალას აგენტი ტურინშია და კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდება. ხორხე ანტუნი იტალიაში სწორედ ამიტომ ჩავიდა და მხარეები უკვე შეთანხმებულნი არიან. დიბალა კონტრაქტს, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. სეზონში მისი გასამრჯელო 8 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსის სახით 2 მილიონი ევრო დაემატება (წელიწადში). შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

აგენტი: “ვმუშაობთ, რომ არტურმა იანვარში “იუვენტუსი” დატოვოს”

არტურმა შესაძლოა „იუვენტუსი“ იანვარში დატოვოს. ამის შესახებ ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ იტალიურ მედიას განუცხადა. „არტურის ტრანსფერი სარის არჩევანი იყო, ალეგრისთან კი ცოტა დრო აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, მისი სურვილია უფრო მეტი ითამაშოს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ იანვარში გუნდი დატოვოს. ბერნარდესკი? ის ბედნიერია. ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ არსებობს …

სრულად წაკითხვა »

მარკოს სენა: “სიტი” უფრო სახიფათო მეტოქე იყო, “იუვესთან” თამაში უფრო ადვილი იქნება”

„ვილიარეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკოს სენამ, რომელიც ახლა კლუბშია დასაქმებული, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შესახებ კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ „მანჩესტერ სიტი“ უფრო სახიფათო მეტოქე იყო, ვიდრე „იუვენტუსია“. მოგეხსენებათ, გაუქმებული წილისყრით ესპანელებს ინგლისელებთან უნდა ეთამაშათ, „იუვეს“ კი „სპორტინგთან“. თუმცა, ეს წილისყრა გაუქმდა და „იუვეს“ მეტოქე „ვილიარეალი“ იქნება. „მანჩესერ სიტი“ ბოლო ფინალისტია და …

სრულად წაკითხვა »

დიბალას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ პაულო დიბალას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც სერიოზული დაზიანება არ აჩვენა. არგენტინელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება დღითიდღე მოხდება და ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდით იუქმებს. სავარაუდოდ, მიმდინარე წელს მოედანზე ვეღარ გავა. შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალამ ტრავმა სერია A-ს ბოლო ტურში „ვენეციასთან“ მატჩში მიიღო და მოედანი ნაადრევად, მე-12 წუთზე დატოვა.

სრულად წაკითხვა »

ხელმეორე წილისყრა: “იუვენტუსის” მეტოქე ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა თავიდან გაიმართა. პირველ წილისყრაზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” მიმართებაში უეფამ შეცდომა დაუშვა, რის გამოც შედეგები გააუქმა და წილისყრა ხელმეორედ ჩატარდა. შედეგად, ტურინის “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ესპანურ “ვილიარეალს” დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს 22 თებერვალს, მეორეს კი საკუთარ მოედანზე 16 მარტს. ისიც გავიხსენოთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგი გაუქმდა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და “იუვენტუსის” მეტოქე გაირკვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი პლეი-ოფის პირველ სტადიაზე ლისაბონის “სპორტინგს” შეხვდება. “იუვე” პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს, ხოლო საპასუხოს საკუთარ მოედანზე. P.S თუმცა, წილისყრის დროს “მანჩესტერ იუნაიტედთან” მიმართებაში დაშვებული შეცდომის გამო, წილიყრის შედეგები ანულირდა და თავიდან გაიმართება. ამრიგად, ჯერ ისევ …

სრულად წაკითხვა »