ფრანგული „ლიონის“ ნახევარმცველ ჰუსემ აუარს „იუვენტუსში“ გადასვლა სურს. 22 წლის ფეხბურთელმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და არაერთი გუნდია დაინტერესებული. თუმცა თავად ტურინში გადასვლა უნდა.
ფრანგული მედიის ცნობით, აუარს ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით თამაშის პერსპექტივა ძალიან ხიბლავს და გადაწყვეტილება მიიღო, შანსის შემთხვევაში იტალიაში გადავიდეს.
ფეხბურთელი ტურინშიც მოსწონთ, ფაბიო პარატიჩიმ კი გეგმის შემუშავება დაიწყო. ამჟამად განიხილება ფეხბურთელის იჯარით გადაბირება გამოსყიდვის გარანტიით.
აუარი „ლიონის“ ერთ-ერთი ლიდერია და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მისი გუნდის გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა.