ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყოფილ გუნდს, „პარი სენ ჟერმენს“ გულშემატკივრობს. იტალიელმა ამის შესახებ პოსტი სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა.
„ცხოვრებაში უნდა იცოდეთ როგორ გაიხაროთ საკუთარი წარმატებით, მაგრამ ასევე მეგობრების წარმატებით. მე პარიზში ბევრი მეგობარი დავტოვე, ასე რომ – Allez Paris!“, – წერს ინსტაგრამ სთორიში ბუფონი და ვერატისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი პსჟ-ში 2018-2019 წლების სეზონში თამაშობდა. ჯიჯი სამჯერ იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ სამჯერვე მარცხი განიცადა.