მთავარი / სიახლეები / “არსენალი” მზადაა კინის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადოს

“არსენალი” მზადაა კინის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადოს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის მოიზე კინის შეძენა ლონდონის „არსენალმა“ განიზრახა. ბრიტანული მედიის ცნობით, „მეთოფეებმა“ წინადადებაც გაამზადეს.

„არსენალი“ მზადაა ახალგაზრდა იტალიელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადოს.

თავის მხრივ კინს „იუვესთან“ კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და ჯერჯერობით მის გახანგრძლივებაზე პოზიტიური ნიშნები არ ჩანს, რადგან ტურინელები ფეხბურთელის გაყიდვაზე მართლაც ფიქრობენ.

კინით „არსენალის“ გარდა, „ევერტონი“ და „დორტმუნდიც“ არიან დაინტერესებულნი.

გასულ სეზონში 19 წლის ფეხბურთელმა სერია A-ში 13 თამაში ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *