მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. კონტე დიდი იტალიური დერბის დამატებითი ინტრიგაა და მისმა პრესკონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია.
„ველოდები მატჩს ორ გუნდს შორის, რომლებიც ამ მომენტში სატურნირო ცხრილში ყველაზე წინ არიან და სხვებზე უკეთ შეასრულეს განვლილი სამუშაო. თუმცა, ეს მხოლოდ მეშვიდე თამაშია და ნამდვილი ღირებულები მომავალში გამოჩნდება, მოგვიანებით გავიგებთ ჩვენს ამბიციებს. უნდა გვქონდეს დიდი სურვილი, ენთუზიაზმი ასეთი ტიპის თამაშებისთვის.
ვეთამაშებით გუნდს, რომელმაც იტალიაში ყველაფერი დაამტკიცა და ევროპაში ძალიან კარგად თამაშობს. ეს წლების მუშაობის დიდი დამსახურებაა, რამაც „იუვე“ საბრძოლო ხომალდი გახადა. ეს სამაგილითოა.
ლუკაკუ? ითამაშებს იმ შემთხვევაში თუ გარანტია მექნება, რომ ტრავმა არ გაუმიზეზდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გავა მოედანზე.
ეს არის მოგზაურობის დასაწყისი, ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ სიტუაცია გასულ წლებთან შედარებით. ხალხი საუბრობს შემომავალ სატრანსფერო ბაზარზე, მაგრამ არა გამავალზე. ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობთ, რომ მანქანა 200%-ით მზად იყოს.
როდესაც მე ვესაუბრე პრეზიდენტსა და დირექტორებს, დავინახე, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი გაიზრდებოდა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა უნდა გავაკეთოთ გამარჯვებისთვის და აქ ამისთვის ვარ.
ბარსელონაში სხვა თამაში იყო და ეს ალიბად არ გამოდგება. „ბარსელონამ“ მოიგო იმიტომ, რომ ჩვენზე უფრო მეტი რაღაც აქვს.
ვარსკვლავის აღება „იუვეს“ სტადიონიდან? გულწრფელად ვწუხვარ, რომ საქმეში ანიელი ჩაერია, რადგან ვულგარულ სიტუაციასთან მოუწია შეხება.. ამ თემასთან შეხება არც კი მაქვს. ბევჯერ ეს თქვენი, ჟურნალისტების ბრალია, რადგან ასეთ სიტუაციებს განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებთ. შესაბამისად, მადლობას არავის ვეტყვი. გირჩევდით, რომ ამ სულელურ თემას და ხალხს დრო არ დაუთმოთ.
სარის „იუვე“ შეიცვალა? ვფიქრობ, „იუვეს“ უკვე აქვს საკუთარი ფიზიოლოგია. მოიგო 5 თამაში და ერთხელ ფრე ითამაშა, ჩემპიონთა ლიგაზე მოგება და ფრე აქვს… „იუვე“ გამარჯვებით ცხოვრობს და შემადგენლობაში ჰყავს ფეხბურთელები, რომელთაც ბევრი ტიტული უმაგრებთ ზურგს. ის უკვე გუნდია. შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ბურთის ფლობაზე, საგოლე მომენტებზე, მაგრამ მოთამაშეების ბაზა უკვე ჩამოყალიბებულია.
რას ვეტყოდი ორივე გუნდის ქომაგებს? ფეხბურთი სპორტია და არა ომი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელებს აწვევდი და ვიტყოდი, რომ საკმარისია, ხელს არავინ მიშლის. ინგლისიდან დავბრუნდი და რთული პერიოდი მქონდა. სპორტისადმი ვნება თუ მსგავს სიტუაციას ვერ გადალახავს, პირველი ვიქნები, ვინც იტყვის, მშვიდობით და მადლობა. ეს არ იქნება ფეხბურთისთვის დიდი დანაკარგი, მაგრამ არც ფეხბურთი იქნება ჩემთვის დიდი დანაკარგი, თუ ეს მოხდება“, – თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ინტერის“ შეხვედრა 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.