ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ტოსკანაში მასიმილიანო ალეგრის ესტუმრა. როგორც Il Gironale იტყობინება, ანიელიმ ტურინულ დერბის ალეგრისთან ერთად უყურა.
ანდრეა პირლოს მომავალი პოზიცია „იუვეში“ მყარი სულაც აღარ არის და შესაძლოა, ანიელიმ გუნდში ალეგრი დააბრუნოს. ანდრეას ბედს დიდწილად ოთხშაბათს, „ნაპოლისთან“ გასამართი მატჩი გადაწყვეტს.
ჯერჯერობით სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, თუ ალეგრის დაბრუნება მოხდება, მაშინ პაველ ნედვედსა და ფაბიო პარატიჩისაც მოუწევთ გუნდიდან წასვლა, რადგან მათ ალეგრისთან ცუდი ურთიერთობა აქვთ.
შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ ბოლო ორ ტურში ჩემპიონატის აუტსაიდერებთან, „ბენევენტოსთან“ და „ტორინოსთან“ მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა.