ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ Sky Sport-თან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მომავალთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან ახლა მხოლოდ სეზონზე ფიქრობს.
„გაკვირვებული ვარ ჩემს მომავალზე გავრცელებული ჭორებით. ეს არ არის პრობლემა, არც დღის წესრიგში დგას. ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია და კონცენტრირებული ვარ აწმყოზე და უკვე ოთხშაბათის თამაშზე ვფიქრობ. სიახლეები სეზონის ბოლომდე არ იქნება და შემდეგ ვნახოთ ხელმძღვანელობა რას გადაწყვეტს. კიელინი და ბუფონი არასდროს წარმოქმნიან პრობლემებს „იუვესთვის“.
ჩემპიონთა ლიგის ზონაში უნდა მოვხვდეთ, „იუვესთვის“ ეს აუცილებელია და ასევე გვექნება იტალიის თასის ფინალი. „ნაპოლისთან“ ფინალი არ იქნება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგისთვის მნიშვნელოვანი თამაშა. ამის შემდეგ კიდევ 8 თამაში დაგვრჩება, რაც შეიძლება მეტი ენერგია უნდა აღვიდგინოთ.
ამ დღეებში ყველაფერი მოვისმინე. ახლა უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეებზე ფიქრია. კარგად ვარ და იმედი მაქვს, რომ სეზონს კარგად დავამთავრებ, შეფასებები შემდეგ უნდა გაკეთდეს. მშვიდად ვარ, პრობლემა არ არსებობს და ახლა მხოლოდ თამაშზე უნდა ვიფიქროთ“, – თქვა კიელინიმ.
შეგახსეებთ, რომ ჯორჯო კიელინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით უცნობია გაახანგრძლივებს თუ არა კლუბი მასთან თანამშრომლობას.