ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ უეფას ვებგვერდთან ისაუბრა. ანდრეამ დაასახელა მისი საყვარელი ფეხბურთელი, ულამაზესი გოლი და თამაში, რომელიც ყველაზე კარგად აგონდება.
„ევროპაში ჩატარებული მატჩებიდან ყველაზე კარგად 1997 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „აიაქსთან“ 2:1 გამარჯვება მახსენდება. გარდა ამისა, 1994 წელს „მილანის“ „ბარსელონასთან“ 4:0 გამარჯვებაც დაუვიწყარია იტალიური ფეხბურთისთვის და არამხოლოდ.
ჩემი საყვარელი ფეხბურთელი? – პაოლო მონტერო. ის ჩემზე ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენდა. ისტორიაში საუკეთესო გოლი? მათ შორის, რომლებიც მინახავს, ვან ბასტენის გოლი 1988 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრების კარში და რონალდუს „მაკრატელა“ ჩვენს წინააღმდეგ“, – განაცხადა ანიელიმ.