ტურინის „იუვენტუსში“ მასიმილიანო ალეგრის ბედი ისევ გაურკვეველია. იტალიური მედიის ცნობით, ანდრეა ანიელი მთავარ მწვრთნელს ტურინულ დერბიმდე შეხვდება და დეტალებზე ისაუბრებენ.
ვინაიდან, „ტორინოსთან“ მატჩი პარასკევსას, გამოდის, რომ ალეგრი-ანიელის შეხვედრა მომდევნო 48 საათში მოხდება. გადაწყვეტილებაც წესით ამ შეხვედრაზე უნდა მიიღონ.
თუ ალეგრი „იუვენტუსს“ დატოვებს, ტურინში მის მემკვიდრედ პეპ გვარდიოლა ან დიდიე დეშამი ესახებათ.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი