ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „სპალთან“ იტალიის თასის მეოთხედფინალურ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა დააანონსა, რომ ჯიჯი ბუფონი, მატიას დე ლიხტი და მერიჰ დემირალი ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.
„შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდაა, ყურადღებით უნდა ვიყოთ. ბევრი მახე არსებობს, ვეთამაშებით სერია B-ს გუნდს, მაგრამ თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნებს, „ბაიერნი“ და „რეალი“ დაბალი დივიზიონის გუნდებმა გააგდეს. რთული თამაში იქნება, ჩვენი მიზანია მომდევნო ეტაპზე გასვლა და ამას მაქსიმუმალური კონცენტრაცია დასჭირდება. მათ იტალიის თასზე აქამდე შესანიშნავად ითამაშეს, როგორც ჩემპიონატში და შესაბამისად, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს კარგი გუნდია, რომელსაც ფეხბურთის თამაში უყვარს. ისინი 3 ცენტრალური მცველით თამაშობენ. მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ, რომ პრობლემები თავიდან ავიცილოთ.
ბენტანკური დაისვენებს, მან „ბოლონიასთან“ მტკივანი ფეხით ითამაშა. 3 ნაკერიც დაადეს და რამდენიმე დღე დასვენება მოუწევს. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაისვენებს, ვინც კვირას ითამაშეს, ძირითადში იქნებიან დე ლიხტი და დემირალი. რა თქმა უნდა, მოედანზე კონკურენტუნარიანი შემადგენლობით გავალთ. ხვალ ჯიჯი ითამაშებს, მას წინა კვირებში მცირე პრობლემები ჰქონდა, რომელიც ახლა მოგვარებულია და ხვალ მოედანზე იქნება.
ბალანსი საკმაოდ ნორმალურია, შეგვეძლო კიდევ რამდენიმე ქულით მეტი გვქონოდა, მაგრამ დამღლელი სეზონია და ჩავარდნები ნორმალური იყო. თუმცა, ყველა ტურნირზე ვიბრძვით და ჩვენი მიზანია ყველგან ბოლომდე გასვლაა. შეგვიძლია კიდევ მომატება. ბოლოს და ბოლოს იმედი მაქვს, რომ სულ მალე სრული შემადგენლობა მეყოლება და ყველასთან ყველა კონცეფციაზე მუშაობას შევძლებთ, რადგან სეზონის დაწყებიდან დღემდე არასდროს ვყოფილვართ სრული შემადგენლობით.
შჩესნი? არ ვიცი, არის თუ არა თავის საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ შესანიშნავად თამაშობს და ვენდობი. კმაყოფილი ვართ იმით, რასაც მოედანზე აკეთებს, მაგრამ შეუძლია გაუმჯობესება, რადგან მსოფლიო დონის მეკარეა და ვიმედოვნებთ, კიდევ უკეთესად ითამაშებს“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სპალის“ მატჩი 27 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.