ტურინის „იუვენტუსს“ ალექს სანდრო გამოუჯანმრთელდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კორონავირუსი დაამარცხა. მას ორჯერ ჩაუტარდა ტესტი და ორჯერვე უარყოფითი პასუხი მიიღო.
ალექს სანდროს კორონავირუსი 4 იანვარს დაუდასტურდა და მან ყველაზე რთულად შეძლო მისი დამარცხება, რადგან მის შემდეგ დაინფიცირდნენ ხუან კუადრადო და მატიას დე ლიხტი, მაგრამ ისინი მანამდე გამოჯანმრთელდნენ.
ალექს სანდრო ანდრეა პირლოს განკარგულებაში დაბრუნდა. ახლა „იუვენტუსს“ მხოლოდ პაულო დიბალა აკლია, რომელსაც ტრავმა აქვს.
COVID 19 – Guarito Alex Sandro
➡️ https://t.co/6k0BxMvyWM pic.twitter.com/xOqFSgJ3em— JuventusFC (@juventusfc) January 26, 2021