ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ დანიელე რუგანის კორონავირუსის აღმოჩენის შემდეგ კომენტარი პირველად გააკეთა. იტალიელის განცხადებით, უნდა დარჩნენ დისტანციურად, მაგრამ ერთიანად და დელიკატურ მომენტს თავს ერთად დააღწევენ.
„ამ საგანგებო სიტუაციაში ჩვენ „იუვენტუსს“ გვსურს ჩვენი წვლილი შეივტანოთ წესების დაცვით და ყველას ვთხოვთ ეს გააკეთონ. დარჩით სახლში. მეც გუშიდან ნებაყოფლობით იზოლაციის პერიოდში ვარ, მაგრამ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ.
სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვიძიეთ ფონდი, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს მომსახურე პერსონალს ტურინსა და პიემონტში. ამ რთულ ფაზაში უნდა დავრჩეთ დისტანციურად, მაგრამ ერთიანად და ყველა ერთად გამოვალთ ამ დელიკატური მომენტიდან“, – თქვა ანიელიმ.