ტურინის „იუვენტუსში“ მომუშავე 121 ადმაიანი, მათ შორის ფეხბურთელები იზოლაციაში იმყოფებიან. აღნიშნულ ცნობას „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი ავრცელებს.
„გუშინდელი ამბების შემდეგ, როდესაც დანიელე რუგანის კორონავირუსზე დადებითი ტესტი აღმოაჩნდა, 121 ადამიანი, მათ შორის ფეხბურთელები, სტაფის წევრები, მენეჯერები და კლუბის ყველა თანამშრომელი იზოლაციაში არიან. მათზე დაკვირვება მიმდინარეობს ჯანდაცვის ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად ამჟამად მოქმედი დებულების საფუძველზე“, – წერს „იუვეს“ ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ რუგანის კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.