ტურინის „იუვენტუსის“ მცველ ალექს სანდროს, რომელიც „კალიარისთან“ პირველ ტაიმში დაშავდა და შეცვალეს, სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.
ბრაზილიელ ფეხბურთელს კუნთების დაზიანება არ აღმოაჩნდა და მისი მდგომარეობა დღითიდღე შეფასდება. ჯერჯერობით უცნობია მოახერხებს თუ არა ის „ბენევენტოსთან“თამაშს.
თუმცა, უფრო მოსალოდნელია, რომ ანდრეა პირლო მას დაასვენებს და ალექსს ფედერიკო ბერნარდესკი შეცვლის, რომელიც ბოლო პერიოდში სისტემატურად მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ალექს სანდრომ 22 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.