მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ Bild-თან საუბარში განაცხადა, რომ მისი ბავშვობის კუმირები ალესანდრო დელ პიერო და რობერტო ბაჯო იყვნენ.
„მახსოვს, როდესაც 6 წლის ვიყავი, ერთადერთი კერპი მყავდა: რობერტო ბაჯო. მოგვიანებით ჩემი იდეალი ალესანდრო დელ პიერო გახდა, მისით აღფრთოვანებული ვიყავი. შემდეგ „არსენალის“ ლეგენდა ტიერი ანრი შემოიჭრა ჩემს გულში. მისი მოძრაობები, სიღრმისეული დარტყმები, გოლები, გამარჯვებები: ეს იყო თვისებები, რაც მინდოდა მქონოდა. მინდოდა მისთვის ყველაფერში მიმებაძა.
ბოლო წლების საუკეთესო ფეხბურთელი? შეუძლებელია ერთი ფეხბურთელის დასახელება, რადგან არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც სხვადასხვა ეპოქებს ქმნიან. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში იყვნენ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, რონალდინიო, მანამდე რონალდო. ნამდვილი ჩემპიონები ურთულეს საქმესაც კი მარტივს ხდიან“, – თქვა ლევანდოვსკიმ.